Showing posts with label Momentum-ge. Show all posts
Showing posts with label Momentum-ge. Show all posts

Saturday, 22 December 2018

ადვენტი - დედამიწაზე და ზეცაში

ბოლო სამი კვირის განმავლობაში მე ყურადღება გავამახვილე ლოდინის პროცესზე, რათა დამენახა ჩვენი მამის სასუფეველი და მისი ნების აღსრულება. ეს გახლავთ ლოცვა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ზეცასა და დედამიწას:
მოვიდეს მეფობა შენი,
და იყოს ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
მათე 6:10
რამოდენიმე დღეში ჩვენ ვიზეიმებთ დღეს, როდესაც ზეცა და დედამიწა ერთმანეთს შეხვდა ბაგაში ბეთლემში, 2000 წლის წინათ. მოვიდა ღმერთის მეფობა, მისი ნება იყო ნათელი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

ხორცშესხმა - ფაქტი, როდესაც „სიტყვა იქცა ხორცად“ – „ღმერთი იქცა ადამიანად“ იყო პირველი რეალური შეხვედრის წერტილი ზეცასა და ქვეყნიერებისა. ამგვარად, როდესაც მოწაფეებმა სთხოვეს იესოს ესწავლებინა მათთვის ლოცვა, რატომ გაიმეორა მან ლოცვა, რომელიც უკვე აღსრულდა მისი ქვეყნიერებაზე შობით?

რადგანაც ამ ლოცვის აღსრულებისათვის საჭიროა მუდმივი გამეორება სანამ ქრისტე კვლავ დაბრუნდება ქვეყნიერების აღსასრულს. ერთადერთი გზა, რომლითაც ეს შეიძლება მოხდეს, არის ზეცის შეხვედრით დედამიწასთან, იმ ინკარნაციით, როდესაც სიტყცვა იქცა ხორცად, ამჟამინდელი „სახით“.

ხირცშესხმის ეს სასწაული ხდება ყოველთვის, მე მიყვარს, როდესაც ნებისმიერი ხელახლა შობილი მორწმუნე, ხედავს, რომ მე ვცხოვრობ ქრისტეში და იგი ცხოვრობს ჩემში. ღმერთის მეფობა მოდის, ხსნა ყველა ადამიანისათვის იესოში გაცხადებულია იმგვარად, რომ ღმერთის ნება აღსრულებულია დედამიწაზე, ისევე როგორც ზეცაში.

ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვუღრმავდები საუფლო ლოცვას, მე მახსენდება მისი სრულყოფილება. იგი შერწყმულია მნიშვნელოვან საკითხებთან. სიტყვები: „მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.“ არის კიდევ მეტად სრულყოფილი მიძღვნა მისი ნებისა და ხსნისადმი. როდესაც ჩვენ ამგვარად ვლოცულობთ, მაშინაა ადვენტი დედამიწასა და ზეცაში, რადგანაც უფრო მოახლოებულია ღვთის სასუფეველი.

„ციური მანნა“ დღეისათვის
დაე, ყოველ გულში იყოს მისთვის ადგილი! (1)
------------------------------------------
(1) სიტყვები საგალობლიდან „გიხაროდეთ“

Saturday, 15 December 2018

ადვენტი - მეტის მოლოდინში!

როდესაც გასულ კვირაში მე დავსვი შეკითხვა „რას მოველი?“ - მე ვუპასუხე „მოვიდეს სუფევა შენი!“ 
რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად შეესაბამება იმ დღესასწაულს, რომელიც მეფათ-მეფის მოსვლას უკავშირდება.

თუმცაღა, ეს არ უნდა შეწყდეს ქრისტეს მოსვლით, რომელიც 2000 წლის წინ მოვიდა; ან ქრისტეს მეორედ მოსვლით და მის მორწმუნეთა სხეულის მეშვეობით დღეს. სანამ ჟამის აღსრულებისას ქრისტე კვლავ მოვა, ჩემი მოლოდინი გამოხატულია ლოცვაში:

„იყოს ნება შენი!“
მათე 6:10
კარგი უწყება იმის შესახებ, თუ რა არის უფლის ნება, ცნობილი გახდა ანგელოზის მეშვეობით, როდესაც იესო იშვა:
„დაიბადა თქვენი მაცხოვარი!“
ლუკა 2:11
„შობის“ მიზანი, იყო სამყაროსათვის მიეცა მაცხოვარი, რათა „ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (1). როდესაც პირველი ქრისტიანები საუფლო ლოცვას წარმოთქვამდნენ, იცოდნენ, რომ ღმერთის უპირველესი სურვილი არის, ღმერთს ჩვენს უფალს სურს: „რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (2).

როდესაც მე ველი, როდის აღსრულდება უფლის ნება, ეს არის გამოწვევა, რომ უკვე ვუწყი როგორია მისი ნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ არ ვიცი, და შესაძლებლობა მექნებოდა მეკითხა. მე ვერ ვთხოვ მას გადაარჩინოს სამყარო, რადგანაც ეს უკვე გააკეთა, გამოწვევა არის ის, რომ ბევრმა ადამიანმა ჩვენს სამყაროში არ იცის ეს ჭეშმარიტება. როდესაც მე ვიცი ღმერთის ნების შესახებ და რომ მან თავისი ნაწილი უკვე შეასრულა, მე ძალიან ახლოს ვარ შევასრულო ის, რაც ვიცი. როდესაც ადვენტის მოლოდინის დროს მე ვლოცულობ: „იყოს ნება შენი!“ სავარაუდოდ გადაწყვეტოლება იქნება

„ციურ მანნაში“ დღეს:

ზოგჯერ, მე გულში ვიცი პასუხი ლოცვაზე.
-----------------------------------------
(1) იოანე 3:16ბ
(2) 1 ტიმოთე 2:4

Saturday, 8 December 2018

რას ველი?

შეკითხვა ყოველთვის მართებულია, ხოლო ჩემის მხრივ, იგი ყოველთვის იპყრობს განსაკუთრებულ პერიოდს ადვენტის სეზონის დროს. სიტყვა ნასესხებია ლათინურიდან (1) და აღწერს პერიოდს, როდესაც ქრისტიანები განსაკუთრებით არიან ფოკუსირებულნი ქრისტეს მოსვლაზე. ტრადიციულად, იგი დაკავშირებული იქნება მისი პირველი მოსვლის დღესასწაულთან, ამასთანავე მისი მეორედ მოსვლის მოლოდინთან.

რასაკვირველია, მეც ამაზე გავამახვილებ ყურადღებას; თუმცაღა, ეს ბლოგი, და ჩემი შემდეგი ნააზრევი, გაგიზიარებთ რა მოლოდინი მაქვს მე. მოლოდინი გამოხატულია საუფლო ლოცვაში:
„მოვიდეს მეფობა შენი!“
მათე 6:10
იმ დროს როდესაც „მეფობა“ დედამიწაზე კვლავაც განიცდის ეროვნულობის გაზრდას, მისი შედეგია მტრობა, სამხედრო მდგომარეობა, ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების წარმოება; იმ დროს, როდესაც ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, და ცხოვრებისეული ფასეულობები თითქოს მივიწყებული კონცეფციაა; იმ დროს, როდესაც ომები და ემბარგო იწვევს ბავშვების შიმშილისაგან სიკვდილს; სწორედ ამ დროს, მე არა მხოლოდ ვლოცულობ, არამედ ხმამაღლა ვღაღადებ: „მამაო ჩვენო, მოვიდეს მეფობა შენი!“

როდესაც მეფეთ-მეფე პილატეს წინაშე იდგა, მან განაცხადა:
„ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის; ჩემი სამყარო ამქვეყნიური რომ ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური“.
იოანე 18:36
თქვენ და მე წარმოვაჩენთ მის სამეფოს. ჩვენი მისია, მთლიანად მის სამეფოს უკავშირდება. და რეალურად, იგი უკვე აქაა:
„ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა. ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო.“
ლუკა 17:20-21
ამგვარად, როდესაც ვლოცულობ „მოვიდეს მეფობა შენი“, ასევე ვიაზრებ, რომ

„ციური მანნა“ დღეისათვის არის:
თვითონ ჩვენშია ღმერთის სამეფო.
მე ველი და ვილტვი, რათა უკეთ ვიხილო იგი.
-------------------------------------
(1) ლათინურად = Adventus

Saturday, 1 December 2018

რა მამოძრავებს?

ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა, და არაერთ ქრისტიან ავტორს დაუსვამს იგი. გორდონ მაკდონალდი, ახდენს კონტრასტირებას, იმისა, გამოძრავებდეს რაიმე და იყო მოწოდებული (1). მას აქვს განსაზღვრული თვალსაზრისი - მოწოდებული ადამიანი მიჰყვება თავის პატრონს; ადამიანი, რომელსაც რაიმე ამოძრავებს მირბის მის წინ. უფლის მხრიდან არავინ მოქმედებს მისი ნების საწინააღმდეგოდ; თუმცა, მე შეიძლება მქონდეს ამბიცია უფლის სახელით, რომ მე შეიძლება გამომიყვანოს წყობიდან. იყო მართვადი, ამას შეიძლება დადებითი მხარეც ჰქონდეს, რიკ უორენი წერს, იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოძრავებდეს მიზანი (2).

ათი თვის წინ მე დავწერე „ოთხი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოძრაობაზე“ და დავასახელე სწრაფვა: როგორც პირველი მამოძრავებელი ფაქტორი. ამ კვირაში მე კიდევ ერთხელ ვიკვლევდი ნეემიას და მის ლიდერობას. პირველი თვისება, რომელიც მე დავინახე მის ლიდერობაში, გახლავთ ის, რომ მას ამოძრავებდა სწრაფვა.

როდესაც ნეემიამ შეიტყო ამბავი იუდეველების შესახებ, რომლებიც გადაურჩნენ ტყვეობას და დაბრუნდნენ იერუსალიმში, იმყოფებიან დიდ უბედურებასა და სირცხვილში იმის გამო, რა მდგომარეობაშიც ქალაქი იყო, დაიწყო გლოვა, თუმცა ამავე დროს იგი მგზნებარე სწრაფვით ლოცულობდა (3). ასევე სწრაფვით, მოვიდა გარკვეული სახის დარწმუნებულობა, რომ ამიერიდან მასზე იყო პასუხისმგებლობა. თუ იჩენ სწრაფვას რაიმეს მიმართ, მთლიანად უნდა იყო მისით გარემოცული, ვერ იჯდები და უყურებ, სხვები როგორ არიან მასში ჩართულნი. ნამდვილი სწრაფვა მიმიყვანს მე ქმედებამდე, და ეს უკვე კარგია.

ჩვენ ამ სწრაფვას ვხედავთ ინოვაციურ სულიერ ლიდერებში. სწრაფვამ მიიყვანა იესო ჯვართან. სწრაფვამ დააწერინა პავლეს:
ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო, რომლებიც ისრაელიანები არიან.
რომაელთა 9:3-4ა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლეს სურვილი ჰქონდა მსხვერპლად მიეძღვნა თავისი ხსნა, თუ ეს გადაარჩენდა მის ხალხს. იგივე სწრაფვა შეგვიძლია დავინახოთ ისეთ ადამიანებში, როგორიცაა ჯონ კნოქსი, რომელიც ლოცულობდა: „მომეცი შოტლანდია, სანამ მოვკვდები“.
ამან ათქმევინა ქეთრინ ბუთს: „არასდროს!“, როდესაც ეკლესიის ლიდერებმა შეზღუდვები დააწესეს უილიამის მსახურებაზე. სწორედ ამის გამო განაცხადა უილიამმა თავის ბოლო ქადაგებაში: „ვიბრძოლებ ბოლომდე!“

ციური მანნა დღეისათვის:
მე მსურს მამოძრაოს ჩემმა სწრაფვამ იესოსთვის
--------------------------------------------
(1) გორდონ მაკდონალდი: „შეუკვეთე შენი სამყარო“
(2) რიკ უორენი: „მიზანმიმართული ცხოვრება“ & „მიზანმიმართული ეკლესია“
(3) ნეემია 1:4

Saturday, 24 November 2018

რატომ ვარ აქ?

ფილოსოფოსი ამ შეკითხვის პასუხად განაცხადებდა, რომ ეს არის ტიპიური ეგზისტენციალური შეკითხვა, და მე ვეთანხმები. თუმცა, დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას ამ შეკითხვის ეგზისტენციალურ მხარეზე. თემის „იმპულსი“ (1) ჭრილში, შეკითხვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მე დღეს ვემსახურები ღმერთს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, და ეს გრძელდება რამოდენიმე წლის განმავლობაში.

გასული კვირა მე გავატარე იმ ადამიანებთან, რომელთაც მიიღეს მოწოდება გამხდარიყვნენ „ხსნის არმიის“ ოფიცრები და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევეხეთ არაერთ საკითხს. ბოლო შეხვედრაზე კვირა დილით, მე ვიქადაგე ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობის შესახებ:
ხელმისაწვდომობა. 
როდესაც ქადაგებისთვის ვემზადებოდი, მივხვდი, რომ ხელმისაწვდომობის თემასთან დაკავშირებით შემეძლო ამერჩია უამრავი ნაწყვეტი ბიბლიიდან. მე დავასრულე ლევის მოწოდების ისტორიის მოკლე თხრობით.
„ამის შემდეგ იყო, რომ გამოვიდა და დაინახა მებაჟე სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა. უთხრა: „გამომყევი“. მანაც ყოველივე მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა.“
ლუკა 5:27-28
ჩემი აზრით, იესო მიზანმიმართულად არ ეძებდა მებაჟეს ან ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებას, როდესაც იგი ქმნიდა თავისი მოწაფეების გუნდს. იგი ეძებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმისაწვდომნი იყვნენ. ადამიანები მზად არიან მიიღონ მოწოდება. „იგავში ვენახში მომუშავე მუშაკთა შესახებ“ (2), პატრონი არ მოითხოვს კვალიფიკაციას, როდესაც იგი წავიდა ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მან დაიქირავა ისინი, ვინც ხელმისაწვდომნი იყვნენ „დილაადრიან“. მე მწამს, რომ უფალი ყოველთვის ეძებს ხელმისაწვდომ ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იგი ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. „ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს, ამ ქვეყნისთვის ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვპოვე.“ (3)

როდესაც იესომ მოუწოდა ლევის, იგი ხელმისაწვდომი იყო და გამოავლინა ხელმისაწვდომობა იმით, რომ მაშინვე გამოეპასუხა მოწოდებას იმით, რომ იგი წამოდგა, მიატოვა ყველაფერი და გაჰყვა იესოს.

ის, რომ მე ხელმისაწვდომი ვარ, არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მე ვარ აქ და მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემ ყოველდღიურ მსახურებაში მსოფლიოს ამ უმშვენიერეს ნაწილში, მე მსურს ხელმისაწვდომი ვიყო „დილაადრიან“ სულიწმიდის ზრახვების აღსასრულებლად. მე იგივეს ვუსურვებ ჩემს ყველა კოლეგას, ვინც იგივე მსახურებას იზიარებს! მე იგივე მსურს ვუსურვო ჩემ ყველა ძმასა და დას, რომ მათ გაიზიარონ ეს მსახურება!

„ციური მანნა“ დღეისათვის
მე აქ ვარ უფალო - ხელმისაწვდომი!
----------------------------------------
(1) „იმპულსი“ - მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია სულიწმიდის იმპულსით, არის 2018 წლის თემა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
(2) მათე 20:1-16
(3) ეზეკიელი 22:30

Saturday, 17 November 2018

მე მამის რჩეული ვარ

როგორ შეიძლება ეს, როდესაც მას ამდენი შვილი ჰყავს? 

ფაქტიურად, მამაჩემი „ყველას მამაა“. სწორედ ასეთ დასკვნას აკეთებს პავლე იმ ასპექტების ნუსხაზე, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს ერთ სულში (1). როდესაც პავლე ამ განცხადებას აკეთებს, მე დარწმუნებული ვარ, იგი არ აკეთებს შეზღუდვას „ყველასგან“ „ყველა მორწმუნის“ მიღმა, მე მწამს, რომ იგი გულისხმობს თითოეულ პიროვნებას ამ ქვეყანაზე. იმავე წერილში იგი წერს სულის ერთობის შესახებ, მან უკვე განაცხადა, რომ ჩვენი უფალი იესოს მამა აგრეთვე:

„იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე.“
ეფესელთა 3:15
მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ასევე მორწმუნეებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ღმერთის, როგორც „სრულყოფილი მამის“ ხატებას. ძალიან ხშირად, ეს დისკომფორტი აშორებს მათ ცუდი გამოცდილებიდან, რომელიც გამოწვეულია მოშორებული ან შეურაცხმყოფელი მიწიერი მამისგან, რომელიც ძალიან შორს იყო სრულყოფილებისგან. მამა ღმერთი აწესებს სტანდარტს თუ როგორია კარგი მამა - და კარგი მიწიერი მამაც კი სულ მცირეოდანსაც კი ვერ გაიღებს იმისა, რასაც „სრულყოფილი მამა“ აკეთებს. რადგანაც „სრულყოფილ მამას“ შეუძლია მოიცვას ყველა მისი შვილი. შემდგომში:
„... ვინც მიიღო და ირწმუნა მამის სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.“
იოანე 1:12
ამგვარად, როდესაც ადამიანი მიიღებს იესო ქრისტეს მის ცხოვრებაში, იგი ხდება ღმერთის შვილი, და ამგვარად იგი ასევე ღმერთის ფავორიტია. არასოდეს მოხდება ისე, რომ „სრულყოფილი მამა“ ერთ შვილს მეორისგან გამოარჩევს, რადგანაც მან იცის, რომ იმისათვის, რომ ასიამოვნოს ერთს, დაარღვევს სულიწმიდასთან კავშირს და სწორედ ამის ხილვა სურს ღმერთს მის შვილებში. მას სურს, რომ ჩვენ დავითთან ერთად ვიმღეროთ:
აჰა, რა კარგია და რა საამური, როდესაც ერთად ცხოვრობენ ძმები!
ფსალმუნი 133:1
... მაშ, წავიდეთ წინ, როგორც ერთი არმია, ერთი უწყებითა და ერთი მისიით.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

მე ვილტვი გავუზიარო ჩემი მამა ყველას!
------------------------------------------
(1) …. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. ეფესელთა 4:3-6

Saturday, 10 November 2018

“ერთი ღმერთი“!

იესოს ცხოვრების პერიოდში „ერთი“ ღმერთის აღიარება ყველა იუდეველის აღზრდის ნაწილს წარმოადგენდა. შესაძლოა, პავლესთვის  არსებობდა რამოდენიმე მიზეზი, როდესაც იგი ასახელებს ამ ასპექტს მის სწავლებაში, სულიწმიდის ერთობის შესახებ (1), და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღიარების შედეგი არის შემდეგი: არსებობს მხოლოდ „ერთი“ ღმერთი, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ! იესომ სატანას შეახსენა ამის შესახებ, როდესაც მის მიერ უდაბნოში გამოიცდებოდა (2).

ეს გახლავთ უდიდესი საშიშროება, როდესაც „თაყვანისცემა“ სცდება სწორ მიმართულებას და ყურადღებას სხვა წყაროებზე ამახვილებს. თაყვანისცემაც კი, შესაძლოა თავისთავად იყოს მიზანი და ჩაანაცვლოს ღმერთი. როდესაც პავლე კორინთოს ეკლესიას წერდა და მიმართავდა როგორ მოხდა ეკლესიის გაყოფა, ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ „ინსტრუმენტზე“, რომლებიც უფალმა გამოიყენა რათა ისინი რწმენამდე მიეყვანა, გარდა ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის „თაყვანისცემისა“ (3). თუ ისინი გაერთიანდებოდნენ „ერთი“ ღმერთის თაყვანისცემაში, ეცოდინებოდათ, რომ აპოლო, კეფა და პავლე მხოლოდ ღმერთის „ინსტრუმენტები“ იყვნენ.

მე უდიდესი სურვილი მაქვს ვემსახურო უფალს და ვიყო მისი „ინსტრუმენტი“. დროდადრო მჭირდება დადასტურება იმისა, რომ იგი მიყენებს მე, როგორც მის იარაღს; თუმცაღა, აქ მთავრდება ყოველივე და მე აღარ მინდა გადავეღობო გზაზე - ფაქტიურად ეს არის იმ მცერეთაგან ერთ-ერთი, რაც მაშინებს. წლების განმავლობაში, მე მომსწრე ვიყავი მის „ინსტრუმენტთაგან“ რამოდენიმე როგორ იღებდა უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე თავად უფალი.

შესაძლოა, სწორედ ამან აგვიხილოს თვალი, რომ თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებს უწოდებენ „კერპებს“ და მათ „ფანები“ მეტ-ნაკლებად ეთაყვანებიან? „ვარსკვლავები“ მონაწილეობასაც კი ღებულობენ კონკურსებში, რათა მსოფლიოს უდიდესი „კერპები“ გახდნენ. მე ვერ ვუარყობ, რომ რამოდენიმე მათგანს პატივს ვცეთ, მათ შორის ცნობილ თაყვანისცემის-ლიდერებს, რადგანაც ისინი შესანიშნავი და წრფელი მუსიკოსები არიან. თუმცაღა, ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის.

„ციური მანნა“ დღეისათვის
 მე თაყვანს ვცემ უფალს, ჩემს ღმერთსდა მხოლოდ მას ვემსახურები.
---------------------------------------
(1) ….ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ, კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი – ეფესელთა 4:3-6
(2) რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მათე 4:10
 (3) 1 კორინთელთა 1:12-13

Saturday, 3 November 2018

რა არის ერთი „ნათლობა“?

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა კითხვაზე რა არის „ერთი“ ნათლობა, ისევე როგორც რთულია პასუხის პოვნა რა არის „ერთი“ რწმენა. თუ გავითვალისწინებთ იმ დისკუსიას, რასაც ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიის მანძილზე, ხშირად, პასუხი ექცევა ჩვილის ნათლობას თუ ზრდასრულ ასაკში ნათლობის თაობაზე დისკუსიის ვიწრო ჩარჩოში, ასევე უნდა გამოიყენებოდეს თუ არა სიმბოლიკა ან „მადლის აქტი“ რიტუალურ ელემენტებში ან თავად რიტუალის დროს.

პავლე, ფაქტიურად შეეხო რამოდენიმე სახის ნათლობას. მან ჰკითხა მოწაფეებს ეფესოში, რა სახის ნათლობა მიიღეს. როდესაც პავლემ შეიტყო, რომ ეს იყო იოანეს ნათლობა, იგი ესაუბრა მათ და შედეგი იყო ის, რომ მოწაფეები მოინათლნენ უფალ იესოს სახელით (1). ამის შემდგომ, პავლემ დაასხა მათ ხელები და ისინი მოინათლნენ სულიწმიდით.

როდესაც პავლე საუბრობდა წინაპრებზე, მან დაწერა, რომ „ყველანი მოსეს მიერ მოინათლნენ ღრუბელსა და ზღვაში“ (2). ეს მიანიშნებს, რომ ნათლობა ეს არის გადასვლა ცხოვრების ახალ ფაზაში ახალი მიმართულებით.

მისი სწავლება სულიწმიდის ერთობის შენარჩუნების შესახებ, მშვიდობის საკვრელით (3) სადაც იგი კვლავ წერს ერთი ნათლობის შესახებ. მე არ ვფიქრობ, რომ პავლე არ გულისხმობდა არც წყლით ნათლობას და არც სულიწმიდით ნათლობას. მე მწამს, რომ იგი მხოლოდ ფიქრობდა იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩვენ „მოვინათლეთ ქრისტე იესოში“. ნათლისღება არის „ერთი“ და იგივე ყველა მორწმუნისათვის. ის, თუ როგორ აირჩია სხვადასხვა ეკლესიამ ეზეიმა ეს, დამოკიდებულია იმ ფაქტზე, რომ „მის სიკვდილში მოვინათლეთ“ (4). იესო ასევე საუბრობდა მის სიკვდილზე, როგორც ნათლობაზე (5).

მე მწამს, რომ „ერთი“ ნათლობის კონტექსტი აძლიერებს ამ ინტერპრეტაციას. „ერთი“ იმედი მარწმუნებს, რომ მე დავენერგე ქრისტეს სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნები მისი აღდგომისას (6).რადგანაც, თუ მე ვაცხადებ, რომ მყავს „ერთი“ უფალი, ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემი „ეგო“ მოკვდა მასთან ერთად რათა მე შევძლო მასში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დავინახო მხოლოდ ერთი ნამდვილი ნათლობა. როგორ ირჩევენ ეკლესიები ამის სიმბოლიზირებას ნებისმიერი ფასეულობის გარეშე, თუ ეს არ ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ აღდგომის ცხოვრებით, როგორც ახალმა ქმნილებებმა იესო ქრისტეში.

„ციური მანნა“ დღეისათვის

არსებობს მხოლოდ „ერთი“ ნათლობა, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ ქრისტესთან და ერთმანეთთან.
__________________________________________
(1) საქმეები 19:3-4
(2) 1 კორინთელთა 10:2
(3) ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა სულის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება ეფესელთა 4:3-5
(4) რომაელთა 6:3-4
(5) ლუკა 12:50
(6) რომაელთა 6:5* Thanks to Bodil Østergreen for letting me use this picture of the cross she bought in Assisi. On FB she writes: God stretches out his hand to you. You can choose whether you want to accept God's hand and stretch your hand to your fellow human beings.

Saturday, 27 October 2018

რა არის „ერთი“ რწმენა?

„ერთი“ რწმენა მოციქულთა კრედოს, „ხსნის არმიის“ დოქტრინების, ლუთერანული შეთანხმების ფორმულის, ანგლიკანური საერთო ლოცვების წიგნის მსგავსია, თუ იგი არის კანონიკური წმინდა წერილი და ტრადიცია, როგორც ამას კათოლიკური ეკლესიის მაგისტერიუმი განმარტავს?

როდესაც პავლე წერდა „ერთი სხეულის“ ერთობაზე „ერთ რწმენასთან“, არანაირი კრედო არ არსებობდა, აქედან გამომდინარე, პასუხი კითხვაზე რას ნიშნავს „ერთი“ რწმენა ვერსად მოიძებნებოდა. მარტივი არ იქნება, თუ ჩვენ დავაკვირდებით ქრისტიანული რწმენის განმარტებას, მსოფლიო საეკლესიო კრების (1) მიერ, ან მსგავს განმარტებას, რომელიც ევანგელისტურმა ალიანსმა (2) გააკეთა.

მემატება რა ასაკი, უფრო მარტივად მჭირდება ამის აღქმა; და როდესაც მე ვკითხულობ პავლეს, ვფიქრობ, რომ მისთვის „ერთი რწმენა“ შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ „რწმენა, რომელიც გვიხსნის!“. პავლეს წერილებიდან მუხლების რაოდენობა შესაძლოა ციტირებული ყოფილიყო მხოლოდ ამ მოსაზრების მხარდასაჭერად. ერთი მაგალითი არის მუხლი, რომელსაც ლუთერმა ხაზი გაუსვა დებულებით „მხოლოდ რწმენა“ (3): „სახარებაში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: მართალი იცოცხლებს რწმენით.“ თუმცა, გასულ კვირას „ერთი უფლის“ კონტექსტის ჭრილში ეს მუხლები ნამდვილად ავსებენ „ერთი რწმენის“ შინაარსს:

იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით არადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან, გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
რომაელა 10:9-10
მე არ ვაცხადებ, რომ ეს ადვილი აღსაქმელია ადამიანის ინტელექტისთვის. ეს ყოველთვის ამოუხსნელი დარჩება. მაგრამ, ვისაც სწამს, ეს ძალიან მარტივია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

არსებობს მხოლოდ „ერთი“ რწმენა, რომელსაც შეუძლია მიხსნას
-------------------------------------------------------
(1) იხილეთ: ლიმას დოკუმენტი
(2) იხილეთ: ლოზანას შეთანხმება
(3) რომაელთა 1:17 - ლათინურ ენაზე „მოყვარული“ - “Sola fide” არის სიტყვა, რომელზეც ღვთისმეტყველნი ამბობენ „ერთი რწმენა“.

Saturday, 20 October 2018

ერთი უფალი!

როდესაც თქვენ და მე მივიღეთ მოწოდება, ჩვენი პასუხი იყო „დიახ!“ მოწოდებაზე „ერთი უფალი“. პავლესთვის მნიშვნელოვანი იყო შეეხსენებინა მკითხველისათვის, რომ ყოველმა ენამ უნდა აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი (1).
„ერთი სხეულის“, „ერთი სულისა“ და „ერთი იმედისადმი“. თუმცა, იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ერთობა სულიწმიდაში მშვიდობასთან კავშირის მეშვეობით, ასევე იგულისხმება იმ ფაქტის მიღება, რომ არსებობს

თუ ჩვენ ერთი უფლისადმი მიძღვნილნი ვიქნებით, ერთობა ლოგიკური შედეგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პავლე გარკვევით არ წერს ამის შესახებ, მე ვფიქრობ, ეს „ჩაწერილია“ სტრიქონებს შორის. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ მარტივ ილუსტრაციას:
თუკი იესო არის ცენტრში, და მე მსურს მაქსიმალურად ახლოს მივიდე ცენტრთან, მე ასევე მივუახლოვდები ყველა მის მიმდევარს, ვისაც იგივე სურვილი ამოძრავებს. გვექნება რა, ეს გონებაში, მე მაინტერესებს, ქრისტიანებს შორის ერთობის ნაკლებობა, არის თუ არა ნიშანი იმისა, რომ იესო აღარ ერთი ერთადერთი უფალი?
„სხვა“ ღმერთებთან მიმართებაში, მე არ ვუწესებ ზღვარს „ღმერთებს“ ე.წ. “მამონას“ (2) ანუ „ღმერთს“ რომელიც იწვევს არაჯანსაღ დამოკიდებულებას - „ღმერთი“ შეიძლება გავხდე თავად მეც კი, რადგანაც მე თავად ვხდები ჩემივე ყურადღების ცენტრში, და „ჩემებურად“ ვაკეთებ ყველაფერს. მე ვილტვი, თავად ვაკონტროლო ჩემი ცხოვრება. შესაძლოა, ამან ზოგჯერ დაადასტუროს, რომ მე ვგრძნობ თავს მეტად უსაფრთხოდ და შემიძლია უკეთ გავთვალო ჩემი მომავალი ცხოვრება, ვიდრე, უფლება მივცე ერთადერთ უფალს გააკონტროლოს ჩემი ცხოვრება და წარმართოს იგი საუკეთესო მხრივ.

მე მწამს, რომ იესო იმდენად არის კონცენტრირებული ერთობაზე, რომ მას სურს მივუძღვნა ყოველივე, რაც უცილობლად სწორია, ისე რომ ერთობა სხვა მორწმუნეებთან არ იქნება დარღვეული. ეს სულაც არ იქნება რთული, თუკი არ დავივიწყებ ჭეშმარიტებას, რომ „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა“ (3)

„ციური მანნა“ დღეისათვის:
თუ იესო არ არის ჩემი ერთადერთი უფალი, მე დავკარგავ იმპულსს ჩემ მოწოდებაში.
-------------------------------------
(1) ფილიპელთა 2:11
(2) „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს, ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“. მათეს 6:24
(3) რომაელთა 8:28

Saturday, 13 October 2018

რა კვდება ბოლოს...

მე ბევრჯერ მსმენია ეს ფრაზა. თუმცა, მოლდოვაში იმ პატიმრებთან შეხვედრისას, რომლებიც სამუდამო სასჯელს იხდიან, ამ ფრაზამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა - ქვეყანაში, სადაც „სამუდამო პატიმრობა“ პირდაპირი მნიშვნელობით არის განაჩენი დარჩენილი ცხოვრებისათვის.

როდესაც საკანში მყოფთ ვესაუბრებოდი, ვუთხარი: „მე თქვენ თვალებში იმედს ვხედავ, არასოდეს დაკარგოთ იმედი!“. რამოდენიმე მათგანი მაშინვე გამომეხმაურა: „იმედი ბოლოს კვდება!“ 

მე ასევე შევიტყვე, რომ ბევრ მათგანს გაზიარებული ჰქონდა ის „ერთი იმედი“ რომელშიც მე ხსნა ვპოვე. ჩვენ „ერთ სხეულში“ ვართ:

„ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით.“
ეფესელთა 4:4
სამყაროში მრავალგვარი იმედი არსებობს და ეს შესაძლოა იყოს რაღაც უკეთესის გაურკვეველი მოლოდინი. სულიერ ქრისტიანულ კონტექსტში, რეალურად არსებობს ერთი იმედი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ არ უნდა ვისწრაფოთ საუკეთესოსკენ ჩვენ საზოგადოებაში, ქალაქში და ქვეყანაში - პირიქით, ეს ჩვენი მოწოდებაა: „მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისათვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.“ (იერემია 29:7). ეს კი 100% ესადაგება ჩვენს -„ხსნის არმიის“ ხედვასა და კონცეფციას - „ხსნა ორივე სამყაროსათვის“. თუმცაღა, ხსნა ამ სამყაროში ეფუძნება ერთ იმედს.
პავლეს აზრით, იმედი არის ის, რაც რჩება ყოველთვის და მარადიული მომავლის სინონიმია.

„ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი.“
რომაელთა 8:24
პავლესთვის ქრისტეს მიღმა ხსნა არ არსებობს. ამგვარად, ერთი იმედი ასევე მხოლოდ ქრისტეს სინონიმია.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

გაერთიანებულნი ქრისტეში ერთი იმედით.
-----------------------------

Saturday, 6 October 2018

ერთი სული

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მე დაგიბრუნდით ყოველკვირეული ბლოგით და ვაგრძელებ ჩემი ნააზრევით სიარულის შესახებ ‘იმ მოწოდების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივიღეთ’ როგორც ერთმა სხეულმა.
ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენიმოწოდების ერთი იმედით.
ეფ.4:4
უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც მე გამოვაქვეყნე ექვს ენაზე, გახლდათ ივნისის ბოლოს. მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ჩვენი სამშობლოში ყოფნის დროს, მე საშუალება მქონდა ჩემ ოჯახთან და მამასთან ბევრი დრო გამეტარებინა მის გარდაცვალებამდე. ასევე, ჩემთვის პატივი იყო ჩამეტარებინა მისი დაკრძალვის ცერემონია და მეზეიმა მისი ცხოვრება მარადიულობაში, სანამ დავუბრუნდებოდით ოფისს ამ კვირაში.

მამაჩემი არა მხოლოდ მამა იყო ჩემთვის, არამედ იგი იყო ოფიცერი კოლეგა, ჩემთვის ძვირფასი ძმა ქრისტეში და შუამდგომელი, რომელსაც შემეძლო დავყრდნობოდი რთულ პერიოდში. ასევე, იგი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გაეხარა ჩემთან ერთად, როდესაც ხედავდა უფლის მფარველ ხელს ჩემ ცხოვრებაში, ასევე სხვა ადამიანების ცხოვრებასა და სხვადასხვა სიტუაციების დროს. ჩვენ ერთი სული მატარებელნი ვართ. იყო რა, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვული, მე დავრწმუნდი პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში:

სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
რომ.8:16
მე მადლიერი ვარ უფლისა, რადგანაც მსგავსი სახის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს, ყოველ ადამიანთან, ვინც ზეციდან შობილია. ზოგჯერ, არაფრის თქმა არაა საჭირო, ჩვენ უბრალოდ ვიცი, რომ ერთი სულის მატარებელნი ვართ - ჩვენ ქრისტეს სხეულნი ვართ.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ვართ რა ერთნი, ერთ სულში, ჩვენ შეგვიძლია სამყაროს გავაცნოთ იესო.
_______________________________

Saturday, 30 June 2018

რა შემიძლია შევიტყო ჩემი თითების საშუალებით...

...როდესაც მე მსურს შევიტყო მეტი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ?

შესაძლოა შეკითხვა მოგვეჩვენოს შეუსაბამოდ, თუმცა, იგი ძალიან მნიშვნელოვანია!

როდესაც პავლე განაგრძობს „მიღებული მოწოდების ღირსეულად სვლის შესახებ სწავლებას“, პირველი ნაყოფი მშვიდობაში და მშვიდობით სვლის შესახებ, არის ის, რომ ჩვენ ვხდებით „ერთი“ სხეული:
ერთია ხორცი და ერთია სული. ისევე როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით;
ეფესელთა 4:4
ლოგიკა გასაგებია. თუ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ერთი და იმავე იმედის მიმართ, ჩვენ ასევე ვეკუთვნით ერთსა და იმავე სხეულს, აღვსილნი ვართ ერთი სულით.

ამგვარად, რა შეიძლება შევიტყო ჩემი თითებისგან?

მე ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თითები არ ჰგავს ერთმანეთს და ყოველთვის თანაბრად კარგად არ ფუნქციონირებენ, ისინი ეკუთვნის ერთ სხეულს. ბ-ნი მარჯვენა თითი ვერ იამაყებს, თუკი იგი გამოიყურება უკეთ, ვიდრე ბ-ნი მარცხენა თითი. საბედნიეროდ, მე ვიცი, რომ ბ-ნი მარჯვენა თითი არ ფიქრობს ასე, რადგან მე ვარ ჩემი სხეულის თავი და ჩემი სული განაგებს მას.

მაგალითად, მუხლების გამოყენებაც შემიძლია, თუმცა ისინი არ არიან ისეთი ფოტოგენურები, როგორც ჩემი თითები და დღეს მათი ერთმანეთისგან გარჩევა რთულია. 40 წლის წინ, ჩემი მარჯვენა მუხლი ძალიან დაზიანდა ავტოავარიის დროს. ამან გავლენა ჰპოვა ჩემ სრულ სხეულზე, თუმცა, ბ-ნ მარცხენა მუხლს არ დაუდანაშაულებია ბ-ნი მარჯვენა მუხლი.

ამის საწინააღმდეგოდ, მან საკუთარ თავზე აიღო მთელი ტვირთი და ეხმარებოდა ბ-ნ მარჯვენა მუხლს, თავისი ფუნქციის აღდგენაში. ორი წლის წინ, სურათი შეიცვალა, როდესაც ორი წლის წინ ბ-ნი მარცხენა მუხლი დაზიანდა ტერაქტის დროს, რომ არა ბ-ნი მარჯვენა მუხლი, ვფიქრობ, დღეს მე სიარულს ვერ შევძლებდი. მან საკუთარ თავზე იტვირთა სიმძიმე და კვლავაც ეხმარება ბ-ნ მარცხენა მუხლს, როდესაც ეს უკანასკნელი ცუდ ხასიათზეა და ტკივილს აყენებს სხეულს.

თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ მშვიდობაში და მშვიდობით სვლის ნიჭის შესახებ. თქვენ გაგაჩნიათ მხოლოდ ერთი. ამგვარად, მოუფრთხილდით მას. როგორც მორწმუნე, თქვენ ეკუთვნით ერთ სხეულს. ამგვარად, მოუფრთხილდით მას, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება სისუსტეშიც და სიძლიერეშიც. ამ ქმედების ცოდნა და მის თანახმად მოქმედება, არის ჩვენი ღირსეული მოწოდების ნაწილი.

„ციური მანნა“ დღეს
მოწოდებული ერთი იმედისადმი, ერთ სხეულში, აღვსილი ერთი სულით.
-------------------------------------------------
შენიშვნა: სამი თვის ანმავლობაში შეწყდება ექვს ენაზე ბლოგების გამოქვეყნება. წინამდებარე სერიის გამოქვეყნება გაგრძელდება 2018 წლის 6 ოქტომბრიდან. დაე, კურთხეული ზაფხული გქონდეთ და იზრუნეთ თქვენ სხეულზე.

Saturday, 23 June 2018

მშვიდობაში და მშვიდობით სვლა!

მე მომწონს, როდესაც ადამიანებს ვესალმები: მშვიდობა თქვენდა“. ნორვეგიაში, ადამიანები ღიმილით შემომხედავენ, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ეს არის კეთილი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს. პავლეს მიერ ჩამოთვლილ თვისებებში, ჩვენ ვხვდებით მშვიდობას, როდესაც საქმე ეხება „მოწოდების ღირსებას, რომელიც ჩვენ მივიღეთ“:
ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
ეფესელთა 4:3
დიდი ხნის განმავლობაში მე არ ვყოფილვარ ქრისტეს მიმდევარი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეშმაკის ყველაზე ცნობილი მახასიათებელი არის სტრატეგია, რომელსაც იგი იყენებს „გაყავი და იბატონე“. ერთობა არის ნებისმიერი ურთიერთობის საწყისი. როდესაც ირღვევა ერთობა, ურთიერთობა დაიშლება ნაწილებად.

რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა შევინარჩუნოთ სულის ერთობა?

რიკ უორენი წიგნში „სიცოცხლის მამოძრავებელი მიზანი“ გვისახავს შემდეგ მიზანს:
  • ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა გვაქვს საერთო და არა, რა არის განმასხვავებელი 
  • იყავით რეალისტურნი მოლოდინებში (არანაირი ურთიერთობა არ არის სრულყოფილი) 
  • არჩიეთ გამხნევება და არა კრიტიკა 
  • უარი განაცხადეთ ჭორის მოსმენაზე 
  • მხარი დაუჭირეთ ლიდერებს 
  • კონფლიქტის გადაჭრისათვის გამოიყენეთ ღმერთის მეთოდი (1) 
პავლეს რჩევა რომაელთა მიმართ არის იმავე სულით აღვსილი:
მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას
რომაელთა 14:19
„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ძალისხმევა არ დაიშურო რათა ვიარო მშვიდობაში და მშვიდობით!
-------------------------------------
(1) მათე 18:15-17ა

Saturday, 16 June 2018

ვიტამინები ჯანსაღი სვლისთვის

ფრაზა - „ნაკლები არის მეტი“ შეესაბამება რამოდენიმე პარამეტრს. მოძღვარი ნორვეგიულ ეკლესიაში ესტუმრა Jeløy Folkhighschool (1), დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც მე იქ მასწავლებელი ვიყავი. მოზარდთა საკმაოდ დიდ ჯგუფს მან პირველად გაუზიარა, საკუთარი მოსაზრებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღებისა და სიკეთის გამოჩენა ერთმანეთის მიმართ. შემდეგ კი მან მოულოდნელად დაასრულა მოკლე ლოცვით:
ძვირფასო უფალო - თუ შენ კიდევ ახდენ სასწაულებს, გთხოვ გაგვხადე ჩვენ კეთილები! ამინ
... შემდეგ კი დატოვა აუდიტორია. მე ყოველთვის მემახსოვრება ამ უბრალო, მოკლე ლოცვის ეფექტი.

ვფიქრობ, ყველას მოსწონს, როდესაც ადამიანები ყურადღებიანნი და კეთილნი არიან; მაშ, რატონ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ეს ღმერთისგან მოხდენილი სასწაულია?

პავლეს ჩამოთვლილი აქვს თვისებები, რომელთაც ვხვდებით ქრისტეში და გვაძლევს ჩვენ საშუალებას ღირსეულად ვიაროთ იმ მოწოდების შესაბამისად, რომელიც მივიღეთ;
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.
ეფესელთა 4:2
რამდენად მარტივი და ამავე დროს რამდენად რთულია და მოითხოვს სასწაულს. ვიცი, რომ ეს სასწაულია, რადგანაც რამოდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდი გამეხადა ეს, როგორც დაგეგმილი ქმედება, მაგრამ არ გაამართლა! ამიტომ, დავნებდი და შევწყვიტე თავის მოკატუნება და აღმოვაჩინე, რომ ღმერთმა უკვე მოახდინა სასწაული. მან შეუძლებელი შესაძლებლად აქცია ქრისტეში. პავლეს მსგავსად, ჩემი სურვილია, არ გავაკეთო ისეთი რამ, რაც მას არ სურს (2); რადგანაც არ არსებობს მსჯავრი ქრისტეში (3) - რადგან მასში და მისი მეშვეობით გამომდინარეობს მარადიული ახალი ცხოვრების წყარო, მის სათუთ და ყოვლისმომცველ სიყვარულთან ერთად.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მადლობა უფალო -სასწაულისთვის!
------------------------------------
(1) სკოლა არის ნორვეგიაში „ხსნის არმიის“ საკუთრების და მმართველობის ქვეშ
(2) რომაელთა 7:19
(3) რომაელთა 8:1

Saturday, 9 June 2018

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ

მე მიყვარს ფეხით გადაადგილება. შესაბამისად, მანქანის ტარების ნაცვლად, მომწონს ფეხით სიარული. გარდა ამისა, როდესაც დავრბივარ კიდეც, სარგებლობა გახლავთ ის, რომ ვინარჩუნებ ჯანმრთელობას. პრინციპები იგივეა უფლის სამეფოსთან მიმართებაში.

ეფესელთა მიმართ პავლეს პირველი წერილის პირველი სამი თავი, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქრისტეში ჩემს სტატუსსა თუ პოზიციაზე. პავლეს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ მის მკითხველებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიცია. როდესაც ვიცი სად „ვზივარ“, მზად ვარ ავდგე და დავიწყო სიარული:

ამიტომ გემუდარებით, მე პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს....
ეფესელთა 4:1
სიტყვა, რომელსაც პავლე იყენებს, ბერძნულად ნიშნავს „სიარულს“. თუმცა, შესაძლოა, მისი გამოყენება „ცხოვრების“ მნიშვნელობითაც, რომლის გამოყენებასაც აღნიშნულ მუხლში ბიბლიის ბევრი მთარგმნელი ამჯობინებს.

„ცხოვრებასა“ და „სიარულს“ შორის არაერთი მსგავსებაა. მე ვცხოვრობ, რადგანაც ცოცხალი ვარ. მე არ ვეუბნები ჩემ გულს იფეთქოს, ან ფილტვებს - ისუნთქონ, ყოველივე ეს ნაწილია იმისა, რომ ცოცხალი ვარ. ისევე როგორც, როდესაც სიარული ვისწავლე, არ იყო საჭირო მეფიქრა როგორ ავმდგარიყავი და როგორ დამეწყო ფეხების მოძრაობა სწორად, რათა დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავი. საჭიროა, მხოლოდ ვიცოდე სად მივდივარ, რადგანაც „სიარულის ხელოვნება“ ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

როდესაც პავლე მემუდარება ვიარო და ღირსეულად ვიცხოვრო იმ მოწოდებით, რომელიც მივიღე, იგი კვლავ მიჩვენებს როგორი უნდა იყოს ეს ყოველივე. როდესაც ამას კითხულობთ, დაინახავთ, რომ იგი ადგენს იესოს თვისებათა ნუსხას. ეს ყოველივე ნიშნავს იარო იესოს მსგავსად სამყაროში დღეს. ეს გახლავთ ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება (1). მის გარეშე შეუძლებელია, ისევე როგორც თავად არ იმოქმედებს ჩვენ გარეშე. როდესაც ჩვენ მსგავსი სახით სიარულს ვიწყებთ, ეს ხდება ჩვენი შემადგენელი ნაწილი - ვაკეთებთ ამას ისე, რომ არც კი ვფიქრობთ, ან ვერც კი ვაცნობიერებთ (2). ჩვენ ვიმსჯელებთ ამ თვისებათაგან რამოდენიმეზე შემდგომ კვირებში.

„ციური მანნა“ დღეისთვის:

ვისწავლოთ როგორ ვიაროთ - ქრისტეს მსგავსად
------------------------------------------
(1) „ნორმალური ქრისტიანული ცხოვრება “უოთჩმენ ნის - „იჯექი, იარე, ადექი!“ წიგნის ავტორის კიდევ ერთი წიგნი გახლავთ. ნის წიგნებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ პირად სულიერ ცხოვრებაზე.

(2) „მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?... მათე 25:37-40

Saturday, 2 June 2018

ვაცნობიერებ, ვინ ვარ

2018 წლის იანვარში, როდესაც მოხდა ჩვენი ხელდასმა, როგორც ტერიტორიული ლიდერებისა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ჩემ ქადაგებაში განვაცხადე შემდეგი: „თუ არ ვაცნობიერებ ვინ ვარ და რატომ ვარ აქ, იმას ნიშნავს, რომ „ხსნის არმიის“ მისიისთვის საფრთხეს წარმოვადგენ!“ 

ვერ ჩაერთვებით სულიერ ბრძოლაში, თუ არ გექნებათ გაცნობიერებული ვინ ხართ და რატომ ხართ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ამდენ სწავლებას ქრისტეს მსგავსებასთან და იმ მისიასთან დაკავშირებით, რომლის ნაწილნიც უნდა ვიყოთ.

ეს საკითხი გახლავთ პავლეს მთავარი ყურადღების საგანი ეფესელთა მიმართ წერილში. იგი იწყებს ჩვენი მსგავსებით ქრისტესთან და განაგრძობს სწავლებას, რა იგულისხმება მისიაში პრაქტიკული თვალსაზრისით. საბოლოოდ იგი წერს როგორ აღგვჭურავს უფალი, რათა შევძლოთ ამ სულიერ ბრძოლაში ყოფნა. უოთჩმენ ნიმ ეფესელთა დედააზრი აიღო და წარმოადგინა იგი სამ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩვენ სულიერ განვითარებაში. მისი წიგნის სახელწოდებაა „იჯექი, იარე, ადექი!“ და „ჯდომა“ გულისხმობს მსგავსებას = ჩვენ სტატუსს ქრისტეში:

„აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში“.
ეფესელთა 2:6
რამოდენიმე წლის წინ, ადამიანი, რომელიც ბოროტით შეპყრობილი იყო, იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი ცხვირი ჩემ ცხვირს შეეხო. ჩვენს შორის შედგა საუბარი, იგი მაგინებდა და მწყევლიდა და თქვა, რომ მე ეშმაკისეული ადამიანი ვიყავი. რადგანაც ვაცნობიერებ, ვინ ვარ ქრისტეში, მე შევძელი მშვიდად მესაუბრა ბოროტ სულთან და ვუთხარი: „შენ იცი ვინ ვარ. შენ იცი, რომ მე ქრისტეში ვარ და არაფრის გაკეთება შეგიძლია ამასთან დაკავშირებით!“ 
ეს ადამიანი ყვიროდა, იქნევდა ხელებს ისე, რომ სათვალე ქვაფენილზე დამივარდა, შემდეგ კი, ეს ადამიანი გაიქცა. მე უვნებელი ვიყავი და ჩემი სათვალეც გადარჩა. ეს არ გახლდათ სასიამოვნო გამოცდილება, თუმცა სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ თუმცა ბოროტი სულები „მატყუარები“ არიან მათი „მამის“ მსგავსად (2) მათ იციან რა არის სიმართლე, როდესაც ჭეშმარიტებით შეეწინააღმდეგები. როდესაც ვაცნობიერებთ ვინ ვართ ქრისტეში, შევძლებთ იმის გაკეთებას, რისკენაც იაკობი მოგვიწოდებს:
„ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“.
იაკობი 4:7
„ციური მანნა“ დღეისათვის:
იესო არის ჭეშმარიტება და იგი უფრო ძლიერია ვიდრე „სიცრუის მამა“ (2)
------------------------------------------
(1) თუ წაიკითხავთ ეფესელთა 1:1-14, გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ რამდენჯერ წერს პავლე „ქრისტეში“, „მასში“...
(2) როდესაც იგი (ეშმაკი) იტყუება, საუბრობს თავის მშობლიურ ენაზე, რადგანაც იგი არის მატყუარა და სიცრუის მამა.
იოანე 8:44

Saturday, 26 May 2018

მართებული მისიისთვის

ბოლო ორ ბლოგში, სულიერი ბრძოლისათვის ილუსტრაციის სახით, მე გამოვიყენე ჭადრაკის თამაში - ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გამოვიყენებ მას:

# 1 თანრიგის მოჭადრაკე მსოფლიოში და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (1) აცხადებს, რომ მას სჭირდება ფორმაში ყოფნა, რათა მოიგოს თამაშები. ამისათვის, იგი ასრულებს არაერთ გონებრივ თუ ფიზიკურ ვარჯიშს, და ემზადება, რომ განწყობილი იყოს ბრძოლისთვის.

განვაგრძობ რა, ჭადრაკის თამაშის გამოყენებას სულიერი ბრძოლის კონტექსტში, იყო მართებული მისიისთვით, გახლავთ სინონიმი, იყო განწყობილი ბრძოლისთვის. რამოდენიმე წერილში, პავლე მისიას აკავშირებს სპორტულ არენაზე ბრძოლაში, ან ასპარეზზე ყოფნას:

კეთილი ღვაწლით ვიღვაწე, განვვლე ასპარეზი, დადგა ჩემი წინსვლის ჟამი.
2 ტიმოთე 4:7
ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყენებთ სიკეთის „იარაღს“ ბოროტის დასამარცხებლად:
არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.
რომაელთა 12:21
შემდგომში, პავლე ყურადღებას ამახვილებს, რომ ბრძოლა არ არის ხორცისა და სისხლის წინააღმდეგ, არამედ ამ ბნელი სამყაროს და ბოროტის სულიერი ძალების წინააღმდეგ. იმისათვის, რომ წავიდეთ ამ ბრძოლაში, ჩვენ ძლიერნი უნდა ვიყოთ უფალში და მის ძლევამოსილ ძალაში (2). ძალიან ხშირად, ის პრინციპები, რომლებიც შესაფერისია ფიზიკურ კონტექსტში, ასევე შესაბამისი იქნება სულიერ სფეროში, ამის შესახებაც პავლე განაცხადებს:
ვინაიდან ხორციელი წრვთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
1 ტიმოთე 4:8
თუ მე მსურს ვივარჯოშო ნახევარი მარათონისთვის, შემიძლია გამოვიყენო აპლიკაცია, დავაყენო საწვრთნელი პროგრამა და მოვემზადო ასპარეზისთვის. მე ამის შესახებ იდეებს გაგიზიარებთ „წრთვნა წმიდა ცხოვრებაში“, რომელთა გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისითაა შესაძლებელი. თუმცა, პროგრამა იწყება, გაცნობიერებით, ვინ ვარ მე იესო ქრისტეში, და სრულდება გაცნობიერებით, რომ იგი ცხოვრობს ჩემში.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

იყო მართებული მისიისთვის, მოითხოვს წრთვნას წმიდა ცხოვრებაში.
--------------------------------------
(1) ეს არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მაგნუსი ნორვეგიიდანაა
(2) ეფესელთა 6:10-12

Saturday, 19 May 2018

არაპროგნოზირებადი ნაბიჯი

ათი წლის წინ მე მიმიწვიეს ნორვეგიაში ახალგაზრდულ კონგრესზე ქადაგებისთვის. კონგრესის თემა იყო „ნოვატორული“ - და სამ შეხვედრაზე ქადაგებისას, გადავწვიტე მექადაგა ნოვატორულ რწმენაზე, იმედსა და სიყვარულზე. სტაინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დარბაზის დეკორაციაზე, მკითხა ჩემი იდეების შესახებ, ხოლო მე შევთავაზე, რომ შეეძლო გამოეყენებინა სამი სიმბოლო: ჯვარი, ღუზა და გული - ამასთანავე, შევთავაზე, რომ შეეძლო თავისუფლად გამოეყენებინა, რასაც „სულიწმიდა უკარნახებდა“. 

კონგრესამდე რამოდენიმე დღით ადრე, ვიგრძენი მტკიცე დარწმუნება, გამომეყენებინა ჭადრაკის თამაში, როგორც ქადაგებაზე დაფუძნებული ილუსტრაცია, ისე, რომ არ შემეცვალა ქადაგების შინაარსი. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ეს შთაგონება, უფრო ადრე მიმეღო, და სტაინისთვის მემცნო ამ ვარიანტის შესახებაც. ახლა კი, ძალიან გვიანი იყო.

როდესაც დარბაზში პირველ შეხვედრაზე შევედი, შიშისგან გავშეშდი, რადგანაც სცენა მორთული იყო დიდი ჭადრაკის დაფის ელემენტებით. როდესაც სტაინი ვნახე, ვკითხე „საიდან იცოდი?“ - მისი თვალები ცრემლებით აივსო, და თქვა: „ვიგრძენი, რომ სულიწმიდა მკარნახობდა!“ 

თუ გამოცდილ მოთამაშესთან ჭადრაკის თამაშის მოგება გსურს, საჭიროა არაპროგნოზირებადი ნაბიჯების გადადგმა. სულიერ ბრძოლაში, ჩვენ გავავლეთ პარალელები და აქედან გამომდინარე, სულიწმიდის გაძღოლა არის აუცილებელი. იესომ ამაზე ყურადღება გაამახვილა ნიკოდემოსთან საუბრისას:

„ქარი ქრის სადაც მოისურვებს, მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“
იოანე 3:8
როდესაც სულიწმიდას მივცემთ საშუალებას გაგვიძღვეს, ეშმაკი შეშინებულია, რადგანაც ჩვენი ნაბიჯები არაპროგნოზირებადია. მან ეს საკუთარი გამოცდილებიდან იცის. მისი აზრით, მეფეთ-მეფის სიკვდილი კარგი ნაბიჯი იყო. თუმცა, ამით მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. რადგანაც მეფეთ-მეფემ დაამარცხა სიკვდილი, აღდგა მკვდრეთით და მოიტანა ახალი სიცოცხლე. თავისი სულიწმიდით, მეფეთ-მეფე გვაძლევს სიცოცხლეს ყველას, ვისაც მისი შვილობა სურს. ახლა, ეს შვილები მიმობნეულნი არის მსოფლიოს ჭადრაკის დაფაზე, რათა სიკეთით, არაპროგნოზირებადი ნებიჯებით დაამარცხონ ბოროტი.

„ციური მანნა“ დღეისათვის

როგორც სულიწმიდა მიგვიძღვის!*
-------------------------------------
* ეს ბლოგი გამოქვეყნებულია „ხსნის არმიის“ გენერალთან გამომშვიდობების დღეს და მიესალმება უმაღლეს საბჭოს, რომელიც მომავალ კვირაში აირჩევს შემდეგ გენერალს, რომელიც წარუძღვება ჩვენს მისიას. გთხოვთ ილოცეთ, რათა ყოველივე წარიმართოს ისე, როგორც სულიწმიდა გვკარნახობს!

Saturday, 12 May 2018

„ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება“

სათაური აღებულია წმ. ავგუსტინეს ცნობილი გამონათქვამის ბოლო ნაწილიდან:
„ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება!“
აქ გახლავთ არსებითი ბიბლიური მხარდაჭერა გამონათქვამის პირველი ნაწილის მიმართ. იგავში ვენახის შესახებ იესომ ყურადღება გაამახვილა, ნაყოფის გამოღების მნიშვნელობაზე და განაცხადა:
„უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“
იოანე 15:5ბ
მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტინე მართალი იყო, უფალს სურს იმუშაოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით (1). ბევრი წლის უკან მე მოვუსმინე ბილ ჰაიმსის ქადაგებას მოწოდების შესახებ „არც ერთი ქვა არ იტირებს ჩემ ადგილზე!“ - ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნიჭი და ყოველივე რაც გააჩნდა შესწირა ღმერთს, აქვს საიმედოობა, როდესაც იგი მსგავს განაცხადს აკეთებს (2). უილიამ ბუთსაც ჰქონდა მსგავსი დარწმუნება და მიძღვნა, სწორედ ამიტომ იგი იტყოდა: „მე ვარ ღმერთის ნაბიჯი!“.

როდესაც „ღმერთის ნაბიჯზე“ ვფიქრობ, პირველად ჩემს გონებაში ამოტივტივდება ჭადრაკის დაფის სურათი. 1974 წელს ოფიცერთა კოლეჯის პირველ წლის დროს, მეორე კურსის კადეტებმა „ჯვრის ჯარისკაცების“ სესიიდან მოამზადეს დრამა, რომელსაც წარმოადგენდნენ ხელდასმის ცერემონიალის დროს „როიალ ალბერტის დარბაზში“ დრამას ფონად დადებული ჰქონდა „წმინდა ომის“ (3) მუსიკა, რომელსაც უკრავდა „საერთაშორისო თანამშრომელთა ბენდი“, კადეტები ასახიერებდნენ ჭადრაკის თამაშს, მიმდინარეობდა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. წარმოდგენა ძალიან ძლიერი იყო, თუმცა, სულიერი ბრძოლა არ არის წარმოდგენა, ეს რეალობაა. ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია, ღმერთი ჩვენს გარეშე არ იქნება. ჩვენ ვართ ღმერთის ნაბიჯი სამყაროში ჩვენს თანამედროვეობაში. ეს კი ნიშნავს ომს სიყვარულის იარაღით. ჯვრის გასაოცარი სილამაზე, დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ამარცხებს სიყვარული ბოროტს. ეს დამოწმება კვლავაც ღმერთის ნაბიჯის შინაარსია მიმდევრებში და მათი მეშვეობით 2000 წლის შემდეგ.

„ციური მანნა დღეისათვის:
ღმერთის ნაბიჯი, ყოველთვის სიყვარულის ნაბიჯი იქნება.
-------------------------------------
(1) იხილეთ: „რევოლუციური მესამე მოძრაობა“
(2) ბილ ჰაიმსი არის კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი. მისი სიმღერას „რაც გამაჩნია“ მღერიან მთელ მსოფლიოში.
(3) ბრასის-ენთუზიასტებს ეცოდინებათ რეი სტიდმან ალენის ეს ლამაზი და მშვიდობის მომტანი მუსიკა, რომელიც დაიწერა „ხსნის არმიის“ ასწლეულის დღესასწაულისთვის 1965 წელს.

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...