Saturday, 10 November 2018

“ერთი ღმერთი“!

იესოს ცხოვრების პერიოდში „ერთი“ ღმერთის აღიარება ყველა იუდეველის აღზრდის ნაწილს წარმოადგენდა. შესაძლოა, პავლესთვის  არსებობდა რამოდენიმე მიზეზი, როდესაც იგი ასახელებს ამ ასპექტს მის სწავლებაში, სულიწმიდის ერთობის შესახებ (1), და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აღიარების შედეგი არის შემდეგი: არსებობს მხოლოდ „ერთი“ ღმერთი, რომელსაც თაყვანი უნდა ვცეთ! იესომ სატანას შეახსენა ამის შესახებ, როდესაც მის მიერ უდაბნოში გამოიცდებოდა (2).

ეს გახლავთ უდიდესი საშიშროება, როდესაც „თაყვანისცემა“ სცდება სწორ მიმართულებას და ყურადღებას სხვა წყაროებზე ამახვილებს. თაყვანისცემაც კი, შესაძლოა თავისთავად იყოს მიზანი და ჩაანაცვლოს ღმერთი. როდესაც პავლე კორინთოს ეკლესიას წერდა და მიმართავდა როგორ მოხდა ეკლესიის გაყოფა, ერთ-ერთი საკითხი გახლდათ ის, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ „ინსტრუმენტზე“, რომლებიც უფალმა გამოიყენა რათა ისინი რწმენამდე მიეყვანა, გარდა ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის „თაყვანისცემისა“ (3). თუ ისინი გაერთიანდებოდნენ „ერთი“ ღმერთის თაყვანისცემაში, ეცოდინებოდათ, რომ აპოლო, კეფა და პავლე მხოლოდ ღმერთის „ინსტრუმენტები“ იყვნენ.

მე უდიდესი სურვილი მაქვს ვემსახურო უფალს და ვიყო მისი „ინსტრუმენტი“. დროდადრო მჭირდება დადასტურება იმისა, რომ იგი მიყენებს მე, როგორც მის იარაღს; თუმცაღა, აქ მთავრდება ყოველივე და მე აღარ მინდა გადავეღობო გზაზე - ფაქტიურად ეს არის იმ მცერეთაგან ერთ-ერთი, რაც მაშინებს. წლების განმავლობაში, მე მომსწრე ვიყავი მის „ინსტრუმენტთაგან“ რამოდენიმე როგორ იღებდა უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე თავად უფალი.

შესაძლოა, სწორედ ამან აგვიხილოს თვალი, რომ თანამედროვე მუსიკის ვარსკვლავებს უწოდებენ „კერპებს“ და მათ „ფანები“ მეტ-ნაკლებად ეთაყვანებიან? „ვარსკვლავები“ მონაწილეობასაც კი ღებულობენ კონკურსებში, რათა მსოფლიოს უდიდესი „კერპები“ გახდნენ. მე ვერ ვუარყობ, რომ რამოდენიმე მათგანს პატივს ვცეთ, მათ შორის ცნობილ თაყვანისცემის-ლიდერებს, რადგანაც ისინი შესანიშნავი და წრფელი მუსიკოსები არიან. თუმცაღა, ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის.

„ციური მანნა“ დღეისათვის
 მე თაყვანს ვცემ უფალს, ჩემს ღმერთსდა მხოლოდ მას ვემსახურები.
---------------------------------------
(1) ….ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით. ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ, კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით; ერთია უფალი, ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება, ერთია ღმერთი – ეფესელთა 4:3-6
(2) რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მათე 4:10
 (3) კორინთელთა 1:12-13

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...