Saturday, 8 December 2018

რას ველი?

შეკითხვა ყოველთვის მართებულია, ხოლო ჩემის მხრივ, იგი ყოველთვის იპყრობს განსაკუთრებულ პერიოდს ადვენტის სეზონის დროს. სიტყვა ნასესხებია ლათინურიდან (1) და აღწერს პერიოდს, როდესაც ქრისტიანები განსაკუთრებით არიან ფოკუსირებულნი ქრისტეს მოსვლაზე. ტრადიციულად, იგი დაკავშირებული იქნება მისი პირველი მოსვლის დღესასწაულთან, ამასთანავე მისი მეორედ მოსვლის მოლოდინთან.

რასაკვირველია, მეც ამაზე გავამახვილებ ყურადღებას; თუმცაღა, ეს ბლოგი, და ჩემი შემდეგი ნააზრევი, გაგიზიარებთ რა მოლოდინი მაქვს მე. მოლოდინი გამოხატულია საუფლო ლოცვაში:
„მოვიდეს მეფობა შენი!“
მათე 6:10
იმ დროს როდესაც „მეფობა“ დედამიწაზე კვლავაც განიცდის ეროვნულობის გაზრდას, მისი შედეგია მტრობა, სამხედრო მდგომარეობა, ხელშეკრულებისა და მოლაპარაკების წარმოება; იმ დროს, როდესაც ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა, და ცხოვრებისეული ფასეულობები თითქოს მივიწყებული კონცეფციაა; იმ დროს, როდესაც ომები და ემბარგო იწვევს ბავშვების შიმშილისაგან სიკვდილს; სწორედ ამ დროს, მე არა მხოლოდ ვლოცულობ, არამედ ხმამაღლა ვღაღადებ: „მამაო ჩვენო, მოვიდეს მეფობა შენი!“

როდესაც მეფეთ-მეფე პილატეს წინაშე იდგა, მან განაცხადა:
„ჩემი სამეფო ამქვეყნიური არ არის; ჩემი სამყარო ამქვეყნიური რომ ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური“.
იოანე 18:36
თქვენ და მე წარმოვაჩენთ მის სამეფოს. ჩვენი მისია, მთლიანად მის სამეფოს უკავშირდება. და რეალურად, იგი უკვე აქაა:
„ღმერთის სამეფო თვალსაჩინოდ არ მოვა. ვერ იტყვიან: აი, აქ არის, ან: იქ არისო. რადგან, აჰა, თვითონ თქვენშია ღმერთის სამეფო.“
ლუკა 17:20-21
ამგვარად, როდესაც ვლოცულობ „მოვიდეს მეფობა შენი“, ასევე ვიაზრებ, რომ

„ციური მანნა“ დღეისათვის არის:
თვითონ ჩვენშია ღმერთის სამეფო.
მე ველი და ვილტვი, რათა უკეთ ვიხილო იგი.
-------------------------------------
(1) ლათინურად = Adventus

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...