Monday 27 April 2020

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული

© ‘Didache’, Norway 2020
ISBN 978-82-93720-17-1
Booklet: ISBN 978-82-93720-18-8
2018 წელს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიამ აირჩია ეს მუხლი“          
ამრიგადრასაც მივაღწიეთიგივე უნდა შევინარჩუნოთ.”
ფილიპელთა 3:16 

ადამიანების გასამხნევებლად, რათა მათ შეინარჩუნონ მამოძრავებელი ძალა და იმოძრაონ სწორი მიმართულებით. მთელი წლის განმავლობაში, მე ვაქვეყნებდი ამ მოწოდებასთან დაკავშირებულ ყოველკვირეულ ბლოგებს ექვს ენაზე.

მე ავარჩიე 26 ბლოგი, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ბუკლეტში. ჩემი მიზანი გახლავთ, ისინი ხელმისაწვდომი გახდეს პერსონალური რეფლექსიისთვის, ან უფრო მეტიც, რეფლექსიისათვის მცირე ჯგუფებში ნახევარი წლის მანძილზე. ფიქრების, რწმენისა და ლოცვის გაზიარება სხვებთან ურთიერთობისას,  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც ქრისტეს მოწაფის ზრდისათვის.

ყოველი რეფლექსიის ბოლოს, თქვენ შეგხვდებათ შეკითხვები, რომლებიც შესაძლოა დაგეხმაროთ საუბრის დასაწყებად. გთხოვთ, ასევე ყური მიუგდეთ სულიწმიდას. ძალიან ხშირად, სულიწმიდა განგიცხადებთ იმას, რაც სხვებს უნდა გაუზიაროთ.

ქრისტეს მოწაფეობა, გულისხმობს იყო ქრისტეს მსგავსი ამ სამყაროში. ეს მნიშვნელოვანია მორწმუნეებთან ურთიერთობაში, თუმცა, იესო ყოველდღიურად გვაგზავნის ჩვენ ამ სამყაროში, რათა შევიცნოთ იგი იმ ადამიანთა შორისაც კი, რომელთაც არ სწამთ იგი.
ამრიგად, დარჩით სწორ გზაზე და განაგრძეთ მოძრაობა!

თქვენი ძმა ქრისტეში,

ოსტინი

Saturday 7 December 2019

შეიძლება გარეგნობამ მოგვატყუოს

შეკითხვა საფუძვლიანია. მე გავიზარდე ქვეყანაში, სადაც სურათი მიიჩნეოდა მყარ მტკიცებულებად, როდესაც ჭეშმარიტების მტკიცებულება სურდათ. ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლოა საკამათო იყოს, რადგანაც სურათები შეიძლება იყოს მანიპულირებადი. ისევე როგორც მანიპულაციის გარეშე შემთხვევითობა შეიძლება იყოს ეფექტური, რაც ცვლის „გარეგნობას“.

მაიორმა ბით რიდერმა რამოდენიმე კვირის წინ გადაიღო ეს სურათი. როდესაც შეკრების შემდეგ გვაჩვენა, სურათმა დიდი მხიარულება გამოიწვია. თუმცა, მე მაშინვე ვიცოდი, რომ შემეძლო გამომეყენებინა იგი ჩემი უკანაკნელი ბლოგის ილუსტრაციისათვის ამ შემოდგომის სერიაში, რომელიც დაეთმო „ქრისტეს ატრიბუტების“ თემას.

ყურადღება მთელი წლის მანძილზე გადატანილი იყო ჩვენს მისიაზე, მივიტანოთ ქრისტეს სიცოცხლე ადამიანებამდე. იმისათვის, რომ ეს შევძლო, მე უნდა ვიცოდე რა არის მისი სიცოცხლის ატრიბუტები. ერთ-ერთი საშუალება ამის აღმოსაჩენად არის გადავხედო მის „მე ვარ“ განაცხადებს. ეს გახლავთ გამოხატულება იმისა, თუ ვინ არის იგი. ბევრჯერ, მე ეს მუხლი მოვიყვანე ციტატად: „რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად“ (1).

ამის შედეგი შესაძლოა იყოს, ის, რომ მისი გარეგნობა, ასევე უნდა იყოს ის გამოხატულება, რომელიც აღმოჩენილ იქნება ჩემს ცხოვრებაში. შეუძლებელია ამ გარეგნობის გაყალბება. დიახ, მე შემიძლია ჩავიცვა „მწყემსის“ სამოსი, თუმცა, თუ არ ვზრუნავ „ცხვრებზე“, ადამიანებს მაშინვე ეცოდინებათ, რომ გარეგნობა იტყუება.

ასევე შემიძლია ვეცადო გამოვიღო ვაზის ნაყოფი, რომელსაც ასევე სულის ნაყოფს უწოდებენ, ესენია: 
„სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება“
გალატელთა 5:22-23
ამ ნაყოფთაგან ყოველი თვისების იმიტირება შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანური ძალისხმევით, თუმცა, ვაი, რომ, გარკვეული დროის შემდეგ, იგი ბუნებრივად გამომჟღავნდება.

საინტერესოა ის, რომ იესო ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით. იგი ცხოვრობდა ისევე, როგორც მის ირგვლივ მყოფ ადამიანთა უმეტესობა. იგი იზიარებდა მათ სიხარულს, ლხინს, ტკივილსა და წუხილს. მას ეძინა, ჭამდა და სვამდა, იცინოდა და ტიროდა. მას ჰქონდა მშვიდი საუბარი და ბრაზობდა, როდესაც უსამართლობას ხედავდა - და ყოველთვის ეს მახასიათებლები მისი ნაწილია, რადგანაც ისინი მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილია.

თუმცაღა, დღევანდელი ილუსტრაცია არ არის მანიპულირება, ანგელოზის ფრთები არ არის ჩემი ნაწილი. გარეგნობა კვლავაც ტყუის და ყველამ უწყის ამის შესახებ. მე ვლოცულობ საკუთარი თავისთვის და თქვენთვის, რათა თქვენი ცხოვრება ამ სამყაროში იყოს ბუნებრივი და ჭეშმარიტი, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც ბუნებრივი და ჭეშმარიტი ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ იესოს შეუძლია იმოქმედოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით, რათა გაავრცელოს იმედი, იმ სამყაროში, რომელსაც სჭირდება იმედი.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
განახლებული მის ხატებაში!
-------------------------------------
(1) 1 იოანე 4:17ბ

Saturday 30 November 2019

ყოველთვის იქნება სიცოცხლის ნაყოფი!

გასული კვირის სტატიაში „ახალი სიცოცხლის წყარო“, მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო ფესვგადგმული ქრისტეში, რომელიც ამავე დროს არის სიტყვა. ეს საძირკველი ყოველთვის იარსებებს. ბიბლიის უკანასკნელ თავში იოანე აღწერს სიცოცხლის ხის გამოცხადებას, და იესო განაცხადებს: „მე ვარ სიცოცხლის ხე!“ (1)

დიახ, შესაძლოა ტოტები დაიმტვრეს, და შესაძლოა მოგვეჩვენოს კიდეც, თითქოს ხე მთლიანად წაიქცა. თუმცაღა, „სიცოცხლის ხე“ არასოდეს მოკვდება. როდესაც იესოს ჰქონდა თავისი დრამატული მოწოდება უფლისაგან ტაძარში, და გამოეპასუხა მის მოწოდებას: „ჰა, მიმავლინე!“ (2), უფალმა მიავლინა იგი საკმაოდ გულისამაცრუებელი უწყებით დამძიმებულ ადამიანებთან, თუმცა, იგი მოიკრებს მხნეობას და ბუნებიდან მოჰყავს მაგალითი:
„ მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.“
ესაია 6:13ბ
წმიდა მოდგმა არიან ადამიანები, რომელთაც კვლავაც აქვთ ურთიერთობა სიცოცხლის ხესთან.

რომ დავუბრუნდე ჩემს გამოცდილებას „ტყის მჭრელობასთან“ დაკავშირებით, ვიცი, რომ არა მხოლოდ ბელეკონისა და მუხის ძირისაგან ამოვა ახალი ხე. ჩვენი ხეებისაგან, რომლებიც ნორვეგიაში ჩვენი სახლის ირგვლივ არიან განლაგებულნი, აღმოცენდება ახალი ხეები, სანამ ბოლომდე არ ამოვძირკავ მათ ფესვს. სანამ არ დავიწყებ „მოსავლის“ აღებას ხეებისაგან კოცონისათვის, მე, როგორც წესი, ვტოვებ მათ ძირებს, რათა იცოცხლონ, რადგანაც ისინი არიან სიცოცხლის ნაყოფი. ფაქტიურად, იმ უბანს, სადაც სახლი მდებარეობს უწოდებენ ‘Rønninggrenda’, რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება: „ადგილი, სადაც ხეები იზრდებიან მათი ძირებიდან“.

მე შესაძლოა, გული დამწყვიტოს, დანაკარგმა, რომელიც გამოწვეული იქნება ხეების ასაკისაგან, როდესაც მათი ტოტები ჩამოტყდება, მე ვიმეორებ პავლესთან ერთად:
ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.
2 კორინთელთა 4:16
ჩემში მცხოვრები, სიცოცხლის ხე, რომლისგანაც მე ვიღებ გამოცოცხლებას, რომელიც განაახლებს ჩემს შინაგანს ყოველდღიურად. ამის გამო, მე ველი, რომ იქნება ნაყოფი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრებისა, სანამ მე შევხვდები მაცხოვარს პირისპირ! ეს გახლავთ მხოლოდ მისი საქმე და მისი აღსასრულებელი და არა ჩემი, რაც ნიშნავს, რომ დიდება ეკუთვნის მხოლოდ მას!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
სიცოცხლის ნაყოფი მისი საქმეა
---------------------------------
(1) გამოცხადება 22:16
(2) ესაია 6

Saturday 23 November 2019

ახალი სიცოცხლის წყარო

ჩემი აზრით „მე ვარ“ - განაცხადები, რომელიც იესომ გააკეთა იოანეს სახარებაში არ არის მოცემული შემთხვევითი თანმიმდევრობით. მეშვიდე განაცხადი არის შემდეგი:
მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია!
იოანე 15:1
მე არ ვარ მიწისმუშაკი, თუმცა ვიცი, რომ მცენარეს იმისათვის რომ გაიხაროს, ესაჭიროება მოისხას ნაყოფი. მაგნა (ჩემი მეუღლე) გახლავთ ის ადამიანი, რომელიც უვლის ბაღს. თუმცა, მე გარკვეულწილად დაკავებული ვარ ტყის კაფვით, და ვიცი, რომ ფესვები მნიშვნელოვანია ხისათვის ან ვაზისთვის. მე ასევე ვიცი, რა ემართება ხეს ან ნაყოფს, როდესაც ფესვებში ჭრიან მას.

იდეა, იყო „ფესვგადგმული“ იესოში, გახლავთ ქრისტიანული რწმენის ცენტრალური ნაწილი:
ამიტომ, როგორც მიგიღიათ უფალი ქრისტე იესო, ისევ იარეთ მასში. რადგანაც მის მიერ ხართ დამკვიდრებულნი, მასში ფესვგადგმულნი და, როგორც გისწავლიათ, რწმენით განმტკიცებულნი. მასშივე იზარდეთ მადლიერებით.
კოლასელთა 2:6-7
ფესვი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხის ზრდისა და გაძლიერებისათვის და ასევე იმისათვის, რომ დროულად გამოიღოს ნაყოფი. როდესაც იესო ასწავლიდა ჭეშმარიტი ვაზის შესახებ, რასაკვირველია, იგი ყურადღებას ამახვილებდა ნაყოფის გამოღებაზე. ამავე დროს, მან ამ პროცესის ეფექტურობა დაუკავშირა ჩვენს მდგომარეობას, რომ „ჩვენ დავრჩებით მასში და მისი სიტყვები დარჩება ჩვენში! (1) ეს იდეა ასევე გვხვდება ძველ აღთქმაში, როდესაც ადამიანი, რომელიც მიყვება ღმერთის სიტყვას, ამგვარადაა დახასიათებული:
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
ფსალმუნი 1:3
ამგვარად, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოწვევების წინაშე დავდგები, კვლავ ვუბრუნდები ჩემს ფესვებს. როდესაც ჩემს მსახურებას „ხსნის არმიაში“ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, ვუბრუნდები ფესვებს. მე აღმოვაჩენ, რომ ყველაფერი უბრუნდება „ფესვს“ – „ახალი სიცოცხლის წყაროს“, რომელიც გახლავთ ხორცად ქცეული სიტყვა. ეს „ფესვი“ ასევე იწვევს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მწყურვალია, მოვიდეს და შესვას, რათა „მისი წიაღიდან იდინონ ცოცხალი წყლის მდინარეებმა“. ეს მდინარეები გადმოდინდებიან ადამიანებიდან, ავსებულნი არიან სულიწმიდით, და ასევე დაეხმარება სხვებს გამოიღონ ნაყოფი, ნაყოფის დანიშნულებაა გამოიღოს მეტი ნაყოფი - და ეს ყოველივე მომდინარეობს „ფესვიდან“ - სიცოცხლის წყაროდან.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ვიყო ხის მსგავსი, სადაც სიცოცლის წყალი გადმოედინება.
--------------------------------------
(1) იოანე 15:7
(2) იოანე 7:38ბ

Saturday 16 November 2019

ცხოვრების გამოცდილება მთელი მისი სისავსით

უნდა ვაღიარო, რომ ამ ბლოგის დაწერა გამოწვევაა. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს მივიდეს ჭეშმარიტებასთან, მოინანიებს ცოდვებს და ცხოვრებას მიუძღვნის იესოს, არ არსებობს სტანდარტული პასუხი, როგორ გამოცდილებას მიიღებს იგი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შედეგად. ზოგიერთისთვის, გადაწყვეტილების მიღება, რომ გახდეს იესოს მიმდევარი, შესაძლოა შევადაროთ ფეხმძიმობის დასაწყისს. სიცოცხლე უკვე არსებობს; თუმცაღა, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ ეს სიცოცხლე ხილული გახდეს სხვებისთვის. ზოგიერთებს შესაძლოა ჰქონდეთ ხანგრძლივი „ფეხმძიმობა“, სხვებისთვის კი, ეს მხოლოდ წამების ამბავია. ვიღაცამ შესაძლოა მიიღოს ხსნასა და ნათლობა მომენტალურად.

ჩვენ გვახასიათებს ტენდენცია, ერთმანეთს შევადაროთ თავი. იმის ჭრილში, რაც ახლა დავწერე, რისკის ტოლფასია, თუ მე გავაკეთებ დასკვნას, რომ შესაძლოა რაღაც შემემთხვას, რადგანაც არ მაქვს ახალი სიცოცხლის ისეთივე გამოცდილება, როგორც სხვა ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი შევადარე.

ჩვენ გვყავს სამი შესანიშნავი შვილი. ისინი გახლავთ სამი ინდივიდი. ფიზიკურად ერთმანეთს არ ჰგვანან, ემოციურად და სულიერადაც განსხვავებულნი არიან - და მათი შეხედულებებიც ბევრ საკითხზე იმდენად განსხვავებულია, რომ ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რომ ერთი დნმ-ს მატარებელნი არიან. ჩემი აზრით, არც ერთი მათგანი არ მიიჩნევს დანარჩენ ორს იმაზე მეტად, ვიდრე ისინი თავად არიან. არც ეჭვობენ ვინ არიან მათი მშობლები. რასაკვირველია, ნებისმიერ მათგანს რომ ვთხოვო დაადასტუროს ეს, მათი პიროვნებისა და იუმორის გრძნობის გათვალისწინებით, თითოეული მომიბრუნდება და პროტესტის ნიშნად მეტყვის: „სწორედ მე ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო!“

თუ ქრისტეში ცხოვრება არის ცხოვრება მთელი მისი სისავსით, იგი მოიცავს ცხოვრების ყველანაირ სხვადასხვაობას და ასევე გამოცდილებასაც.

მაშ, საიდან უნდა ვიცოდე, რომ ქრისტიანი ვარ?

ამისთვის საჭიროა მხოლოდ რწმენა და იესოს მიღება თქვენს ცხოვრებაში როგორც უფალისა და მხსნელისა:
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
იოანე 1:12
იესოს მიღება გულისხმობს ცოდვათა მონანიებას და პატიების მიღებას (1).

ეს დადასტურებულია აღიარებით:
რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
რომაელთა 10:9-10
როდესაც ეს მოხდება, ცხოვრება იწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს შინაგან შეგნებასა და დარწმუნებამდე.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ვიცხოვრო სავსე ცხოვრებით
------------------------------------------
(1) 1 იოანე 1:9

Saturday 9 November 2019

რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?

სიცოხლის გზაზე სვლისას, ბევრი ადამიანი აღმოაჩენს, რომ კეთილი უწყება ხსნასთან დაკავშირებით არის ის, რომ იესო არის ჭეშმარიტება. ეს არ გულისხმობს, რომ ისინი მზად არიან მიიღონ იესო როგორც უფალი და მხსნელი. რადგანაც როდესაც იცი ჭეშმარიტება, თითქოსდა იწყებ „ღირებულების თვლას“.

მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მწამდა ღმერთი, იესო და რაც ბიბლიაშია დაწერილი, თუმცაღა, გადავდე „მიძღვნა“ იმ დრომდე, სანამ შევძელი. 14 წლის ვიყავი, და მაშინებდა მოწაფეობის ფასი. მალე აღმოვაჩინე, რომ შენამატი გაცილებით აღემატებოდა ღირებულებას. მას შემდეგ, მე ვაკვირდები სხვები როგორ გადიან იგივე პროცესს.

კლიმატური კრიზისი დღეს მოითხოვს მსგავსი სახის გადაწყვეტილებას. თითქოსდა არსებობს მეცნიერული კონსენსუსი, რომ ეს არის ჩვენი მხრიდან სამყაროს რესურსების არამდგრადი ექსპლუატაციის შედეგი. შემდგომში, მე შევამჩნიე, რომ ადამიანების სულ უფრო მეტი რაოდენობა ეთანხმება ამ ჭეშმარიტებას; მაგრამ, ექსპლუატაციის ფასეულობების შეფასება რათა გადავარჩინოთ პლანეტა, გვაიძულებს გადავდოთ დრამატული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას.

ამგვარად, არსებობს მოწაფეობის ფასი, და თუ ასეა, რა არის ეს?
იესო ძალიან ნათლად აცხადებს, რომ მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ მივყვეთ მას. იგი მოგვიწოდებს თავისკენ ძალიან გარკვევით:
„ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.“
მათე 16:24
ვფიქრობ, ეს იყო ის მუხლი, რომელიც მაკავებდა თავი მიმეძღვნა მისთვის; თუმცა, გარკვეული დრო გახდა საჭირო მიძღვნის დღიდან იმ მომენტამდე, როდესაც აღმოვაჩინე, რას ნიშნავდა ჯვარის ტარება. დღე, როდესაც დავინახე, რა იგულისხმებოდა ნამდვილად იმაში, რომ მოკვდე ქრისტესთან ერთად, და აღდგე მასთან ერთად როგორც ახალი ქმნილება მასში, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გახდა ჩემთვის. როდესაც ეს აღმოვაჩინე, ამან ჩემს ცნობიერებაში ფუნდამენტალური გარდატეხა მოახდინა. როდესაც ეს გვახსოვს, ვხვდებით, რომ არ არის „უკან დასახევი გზა“ - არც უნდა არსებობდეს ამის სურვილი. დიახ, შესაძლოა მე დავიღალო, გულაცრუებული ვიყო, და მქონდეს შეგრძნება, რომ ახალი ძალა მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ამ ყოველივეს მოძიება მხოლოდ მასშია შესაძლებელი - და არა სადღაც სხვაგან.

შეკითხვა გულისხმობს: რას იტყვი ჭეშმარიტების შესახებ?

ამ შეკითხვაზე პასუხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი სულიერი სვლისათვის, მანამდე და მას შემდეგ რაც იესო გახდა თქვენი ცხოვრების და თქვენი ნაწილი.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მივყვები ჭეშმარიტებას სიცოცხლისაკენ! (1)
----------------------------
(1) იოანე 14:6

Saturday 26 October 2019

ხედავ საგზაო ნიშნებს?

წინა კვირაში მე ვწერდი იმ ფაქტის შესახებ, რომ გზა წინ უსწრებს სიცოცხლეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი მადლი გამოვლინდება სიცოცხლის ექსტრავაგანტულობის სასწაულით ჩვენს პლანეტაზე.

ნებისმიერი სხვა განმარტება სიცოცხლის სასწაულისა, გარდა დიადი შემოქმედისა, არალოგიკურად ჟღერს, და როდესაც ადამიანი ცდილობს უფრო მეტი შეიტყოს, იგი ერთვება სულიერ მოგზაურობაში - გზა. რომელსაც მივყავართ სიცოცხლის მიმნიჭებლისაკენ.

წინა კვირის ბლოგთან მიმართებაში, მე ასევე ვწერდი „იხვების შესახებ, რომლებიც არიან ხელშემწყობნი იქ, სადაც საგზაო ნიშნები არ არის მითითებული“. ის ფაქტი, რომ საგზაო ნიშნები არ არის ყველგან აქ, აღმოსავლეთ ევროპაში, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არასოდეს არსებობდნენ. ფოლადისაგან საგზაო ნიშნებზე, გამოდის კარგი პირი იმ „იარაღისათვის“ რომელიც აუცილებელია მინდორში სამუშაოდ.

სამყაროს განმგებელს აქვს მყარი მოტივაცია მოაცილოს სულიერი „საგზაო ნიშნები“. აქედან გამომდინარე, ღმერთმა შექმნა ადამიანი გარკვეული კომპასის მსგავსად. პავლე „კომპასს“ ამგვარად აღწერს:
ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს.
რომაელთა 2:14-15
ამგვარად, მაშინაც კი, როდესაც არ არის „საგზაო ნიშნები“, სინდისს შეუძლია დაგვეხმაროს განვასხვავოთ სწორი არასწორისაგან. ამგვარად, ეს არის „ბუნების“ კიდევ ერთი დამოწმება - ამ შემთხვევაში ადამიანის ბუნებისა.

კ.ს. ლუისმა უარყო ღმერთი ყოველივე ბოროტისათვის რაც სამყაროში არსებობდა, შემდეგ მან საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა: „როგორ უნდა გავაკეთო განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის“ - ამან დააყენა იგი იესოს ძიების გზაზე, და აქცია გასული საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო აპოლოგეტად.


ჯეიმს ფ. ენგელსმა შექმნა გზის შკალა ღმერთის მიერ გაფრთხილებიდან, როგორ უნდა გახდე მომწიფებული ქრისტიანი. ეს შესაძლოა დაგვეხმაროს გავაცნობიეროთ, რა სახის მოგზაურობაში ვიმყოფებით (1). მასში ძალიან კარგადაა ილუსტრირებული გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ მოქცევამდე და მას შემდეგ.

თუმცაღა, რაც უფრო ადრე დაადგება ადამიანი ამ გზას, უფრო მეტად გამოჩნდება, რომ მასზე მოგზაურობა შესაძლოა უფრო მარტივი იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ხედავდა ამას სოლომონი და სწორედ მას ვანდობ მოგვცეს

„ციური მანნა“ დღეისათვის:
ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენიდა სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას. (2)
---------------------------------------------------
(1) გთავაზობთ მოკლე ვიდეოს „ენგელსის შკალის“ განმარტებით ინგლისურ ენაზე
(2) იგავნი 22:6

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...