ფილოსოფოსი ამ შეკითხვის პასუხად განაცხადებდა, რომ ეს არის ტიპიური ეგზისტენციალური შეკითხვა, და მე ვეთანხმები. თუმცა, დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას ამ შეკითხვის ეგზისტენციალურ მხარეზე. თემის „იმპულსი“ (1) ჭრილში, შეკითხვა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მე დღეს ვემსახურები ღმერთს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, და ეს გრძელდება რამოდენიმე წლის განმავლობაში.
გასული კვირა მე გავატარე იმ ადამიანებთან, რომელთაც მიიღეს მოწოდება გამხდარიყვნენ „ხსნის არმიის“ ოფიცრები და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით შევეხეთ არაერთ საკითხს. ბოლო შეხვედრაზე კვირა დილით, მე ვიქადაგე ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობის შესახებ:

ხელმისაწვდომობა.
როდესაც ქადაგებისთვის ვემზადებოდი, მივხვდი, რომ ხელმისაწვდომობის თემასთან დაკავშირებით შემეძლო ამერჩია უამრავი ნაწყვეტი ბიბლიიდან. მე დავასრულე ლევის მოწოდების ისტორიის მოკლე თხრობით.
„ამის შემდეგ იყო, რომ გამოვიდა და დაინახა მებაჟე სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა. უთხრა: „გამომყევი“. მანაც ყოველივე მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა.“ჩემი აზრით, იესო მიზანმიმართულად არ ეძებდა მებაჟეს ან ნებისმიერ კონკრეტულ პიროვნებას, როდესაც იგი ქმნიდა თავისი მოწაფეების გუნდს. იგი ეძებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმისაწვდომნი იყვნენ. ადამიანები მზად არიან მიიღონ მოწოდება. „იგავში ვენახში მომუშავე მუშაკთა შესახებ“ (2), პატრონი არ მოითხოვს კვალიფიკაციას, როდესაც იგი წავიდა ვენახში მუშაკთა დასაქირავებლად. მან დაიქირავა ისინი, ვინც ხელმისაწვდომნი იყვნენ „დილაადრიან“. მე მწამს, რომ უფალი ყოველთვის ეძებს ხელმისაწვდომ ადამიანებს. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იგი ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებას. „ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს, ამ ქვეყნისთვის ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვპოვე.“ (3)
ლუკა 5:27-28
როდესაც იესომ მოუწოდა ლევის, იგი ხელმისაწვდომი იყო და გამოავლინა ხელმისაწვდომობა იმით, რომ მაშინვე გამოეპასუხა მოწოდებას იმით, რომ იგი წამოდგა, მიატოვა ყველაფერი და გაჰყვა იესოს.
ის, რომ მე ხელმისაწვდომი ვარ, არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მე ვარ აქ და მადლობას ვუძღვნი უფალს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემ ყოველდღიურ მსახურებაში მსოფლიოს ამ უმშვენიერეს ნაწილში, მე მსურს ხელმისაწვდომი ვიყო „დილაადრიან“ სულიწმიდის ზრახვების აღსასრულებლად. მე იგივეს ვუსურვებ ჩემს ყველა კოლეგას, ვინც იგივე მსახურებას იზიარებს! მე იგივე მსურს ვუსურვო ჩემ ყველა ძმასა და დას, რომ მათ გაიზიარონ ეს მსახურება!
„ციური მანნა“ დღეისათვის
(1) „იმპულსი“ - მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია სულიწმიდის იმპულსით, არის 2018 წლის თემა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
(2) მათე 20:1-16
(3) ეზეკიელი 22:30

მე აქ ვარ უფალო - ხელმისაწვდომი!----------------------------------------
(1) „იმპულსი“ - მოძრაობა, რომელიც გამოწვეულია სულიწმიდის იმპულსით, არის 2018 წლის თემა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე.
(2) მათე 20:1-16
(3) ეზეკიელი 22:30
No comments:
Post a Comment