Saturday, 28 September 2019

სიცოცხლის კარის მეშვეობით

ძველი ორჰეი - ფოტო: მაგნა

საინტერესოა რომ სიტყვა „მეშვეობით“ მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა „სიცოცხლის ატრიბუტთან“, რამეთუ ისინი წარმოდგენილია იესოს მიერ იოანეს სახარებაში. განაცხადი: „რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში“ (1) სავარაუდოდ ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვასთან „მიღმა“. თუკი მე მსურს ამ წუთისოფელში ცხოვრება ისევე როგორც იგი არის ამ წუთისოფელში, მე ვაანალიზებ, რომ ეს ნიშნავს 100% დამოკიდებულებას მასზე, მაშინ როდესაც იგი მოქმედებს ჩემი „მეშვეობით“, ხოლო მე მისი „მეშვეობით. ნებისმიერი მცდელობა მივბაძოთ მას, ადრე თუ გვიან მარცხისთვისაა განწირული. იგი იყო წუთისოფელში როგორც დაუცველი ადამიანი. სწორედ ამ მდგომარეობაში არიან დღეს მისი მიმდევარნი. მას შეხვდა განსაცდელი (2), განიცდიდა უქონლობას (3) და ითხოვდა კიდეც გათავისუფლებულიყო თავისი მისიიდან, თუკი შესაძლებელი იქნებოდ მისგან თავის არიდება (4).
კარი, როგორც „მე ვარ“-ის ატრიბუტი ქმნის „მეშვეობით“-ს უფრო თვალნათელს:
,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კაცი ცხვართა.“იოანე 10:7
შეჩერდი, დროებით; „თვალნათელი“ სავარაუდოდ არ არის სწორი სიტყვა, თუკი კონტექსტს ჩავუღრმავდებით. იესომ წარმოგვიდგინა „კარის სახება“ თავის დასაწყისში, და იოანე წერს  „ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა“ (მ.6).
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათთვის გასაგები გახდა, როდესაც იესომ თავი წარუდგინა როგორც კარი. „თვალნათელი“ გახლავთ ის, რომ კარი არის ის, რაშიც შეაბიჯებ, ცხვრებისთვის ეს ნიშნავდა უსაფრთხოების ბილიკს, და შემდეგ იესომ დააზუსტა რას გულისხმობდა:
მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.იოანე 10:9
მასში, ამ წუთისოფელში ცხოვრებით - ყოველ დღე, ყოველ წუთას. თუკი იგი არის წუთისოფელში, როგორც კარი, მაშინ ადამიანებისათვის კარის გაღებით ისინი შეიძლება შევიდნენ მასში და მოიპოვენ ხსნა, რომელიც გახდება ჩემი ცხოვრების ატრიბუტი. ძალიან მარტივი სურათი, მარტივად გასაგები, თუმცაღა რთულად განსახორციელებელია, იესოსთვისაც რთული იყო, მაგრამ მან მოიყანა სიცოცხლე, და ეს კვლავაც გრძელდება.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
სიცოცხლის კარი კვლავაც ღიაა
-----------------------------------
(1) 1 იოანე 4:17
(2) მათე 4:1-11
(3) მათე 23:37-39
(4) მარკოზი 14:36

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...