Showing posts with label მარკოზი. Show all posts
Showing posts with label მარკოზი. Show all posts

Saturday, 28 September 2019

სიცოცხლის კარის მეშვეობით

ძველი ორჰეი - ფოტო: მაგნა

საინტერესოა რომ სიტყვა „მეშვეობით“ მჭიდროდაა დაკავშირებული ყველა „სიცოცხლის ატრიბუტთან“, რამეთუ ისინი წარმოდგენილია იესოს მიერ იოანეს სახარებაში. განაცხადი: „რადგან როგორიც ის არის, ჩვენც ისეთები ვართ ამ სოფელში“ (1) სავარაუდოდ ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული სიტყვასთან „მიღმა“. თუკი მე მსურს ამ წუთისოფელში ცხოვრება ისევე როგორც იგი არის ამ წუთისოფელში, მე ვაანალიზებ, რომ ეს ნიშნავს 100% დამოკიდებულებას მასზე, მაშინ როდესაც იგი მოქმედებს ჩემი „მეშვეობით“, ხოლო მე მისი „მეშვეობით. ნებისმიერი მცდელობა მივბაძოთ მას, ადრე თუ გვიან მარცხისთვისაა განწირული. იგი იყო წუთისოფელში როგორც დაუცველი ადამიანი. სწორედ ამ მდგომარეობაში არიან დღეს მისი მიმდევარნი. მას შეხვდა განსაცდელი (2), განიცდიდა უქონლობას (3) და ითხოვდა კიდეც გათავისუფლებულიყო თავისი მისიიდან, თუკი შესაძლებელი იქნებოდ მისგან თავის არიდება (4).
კარი, როგორც „მე ვარ“-ის ატრიბუტი ქმნის „მეშვეობით“-ს უფრო თვალნათელს:
,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კაცი ცხვართა.“იოანე 10:7
შეჩერდი, დროებით; „თვალნათელი“ სავარაუდოდ არ არის სწორი სიტყვა, თუკი კონტექსტს ჩავუღრმავდებით. იესომ წარმოგვიდგინა „კარის სახება“ თავის დასაწყისში, და იოანე წერს  „ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა“ (მ.6).
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მათთვის გასაგები გახდა, როდესაც იესომ თავი წარუდგინა როგორც კარი. „თვალნათელი“ გახლავთ ის, რომ კარი არის ის, რაშიც შეაბიჯებ, ცხვრებისთვის ეს ნიშნავდა უსაფრთხოების ბილიკს, და შემდეგ იესომ დააზუსტა რას გულისხმობდა:
მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა გამოვა და ჰპოვებს საძოვარს.იოანე 10:9
მასში, ამ წუთისოფელში ცხოვრებით - ყოველ დღე, ყოველ წუთას. თუკი იგი არის წუთისოფელში, როგორც კარი, მაშინ ადამიანებისათვის კარის გაღებით ისინი შეიძლება შევიდნენ მასში და მოიპოვენ ხსნა, რომელიც გახდება ჩემი ცხოვრების ატრიბუტი. ძალიან მარტივი სურათი, მარტივად გასაგები, თუმცაღა რთულად განსახორციელებელია, იესოსთვისაც რთული იყო, მაგრამ მან მოიყანა სიცოცხლე, და ეს კვლავაც გრძელდება.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
სიცოცხლის კარი კვლავაც ღიაა
-----------------------------------
(1) 1 იოანე 4:17ბ
(2) მათე 4:1-11
(3) მათე 23:37-39
(4) მარკოზი 14:36

Saturday, 30 March 2019

სიცოცხლის მომცემი

როდესაც გენერალი ბრაიან ფედლი მოუწოდებს „ხსნია არმიას“ „სახარებისადმი ერთგულებისაკენ“ (1), ეს შეიძლება ასევე იყოს მოწოდება ყველა მორწმუნისადმი ქრისტიანულ ეკლესიაში, პავლეს დევიზი ადასტურებს სახარების სიძლიერეს:
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად. ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
რომაელთა 1:16
თუმცა, რწმენა მოქმედებს ბევრი ეტაპის მეშვეობით.

ამბავში იმ ქალის შესახებ, რომელიც თორმეტი წელი ავად იყო (2), მარტივია დავინახოთ ეს რამოდენიმე ეტაპი. პირველი, ჩვენ ვკითხულობთ, რომ მან „მოისმინა იესოზე“. პავლე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რწმენა მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან“ (3) მოდის. მოგვიანებით, ჩვენ შევიტყობთ, რომ იგი „ფიქრობდა“. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგანაც, ეს ფოქრობს, რომ რასაც გაიგებ, უნდა განხორციელდეს შენს ცხოვრებაში, და ქალი ფიქრობდა: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.“
თუმცა, აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა სასიამოვნო და მანუგეშებელი ფიქრი, საბედნიეროდ, ქალმა გადადგა შემდეგი ნაბიჯი და მოიქცა მისი რწმენისამებრ, იგი მიუახლოვდა იესოს, როდესაც იგი უამრავი ხალხით გარშემორტყმული იყო და შეეხო მის სამოსელს. მან გამოსცადა მყისიერი განკურნება, თუმცა, კვლავაც: აქ რომ დასრულებულიყო, ეს იქნებოდა მხოლოდ განკურნება.

იესომ იცოდა ეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მას უნდოდა, რომ ქალი საჯაროდ გამოსულიყო. მე მჯერა, რომ იესომ იცოდა ვინ შეეხო მის სამოსელს, მაგრამ ეს ქალის ბაგეთაგან უნდა მოესმინა, რწმენის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის მისი რწმენის აღიარება და ის, რაც მოხდა. თუმცაღა, შიშით ათრთოლებული, მაგრამ, ქალი ასევე მზად იყო გადაედგა ეს ნაბიჯი და მან „უთხრა მთელი სიმართლე“.

„ერთგულება სახარებისადმი“ - ნიშნავს იმოქმედო ყველა ზემოთ აღნიშნული ეტაპის მიხედვით. ეს არის ხსნის საკითხი, ეს არის სიცოცხლის მომცემი საკითხი.

„ციური მანნა“ დღეისათვის.
სახარებას მოაქვს სიცოცხლე!
-----------------------------------------
(1) მოწოდება სახარების მიმართ ერთგულებისადმი: როდესაც ჩვენ სახარების კეთილ უწყებას ვუზიარებთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ მისი ძალა ხსნისა და ტრანსფორმაციისადმი. სულიწმიდის ძალის მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გათავისუფლდნენ ყველაფრისაგან, რაც აკავებთ მათ ღმერთისგან ბოძებულ პოტენციალთან მიახლოებას.
(2) მარკოზი 5:25-34
(3) რომაელთა 10:17

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...