Saturday, 4 May 2019

მე ჩართული ვარ

ივნისის ბოლოს მე წავალ ნორვეგიაში, სადაც კონგრესში მივიღებ მონაწილეობას. ეს იქნება „განსხვავებული“ კონგრესი, და მოუთმენლად ველი მას. კონკრეტულად, ველი „გრძელ მაგიდას“, რომელიც მოთავსებული იქნება მთავარ ქუჩაზე. მაგიდასთან ადგილები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია დაჯდეს მაგიდასთან, გაიზიაროს საკვები და ურთიერთობა. არის რაღაც ღვთიური მაგიდის გარშემო გაზიარებაში. ნორვეგიელმა პოეტმა, ტრიგვე სკაუგიმ ეს ჩამოაყალიბა შესანიშნავად თავის მოკლე ნააზრევში Maundy Thursday-ში (1):
შემდეგ მაინ აიღო ჩემი გულისწორედ სადილის შემდეგშესწირა მადლობააკურთხა გული და თქვაეს არის ჩემი გულირომელიც განაგრძობს ფეთქვას და დაიწვებაყველასთვის, ვინც არ იწამარომ არის ადგილი მათთვისაქ, მაგიდასთანმოდით, რადგანაც ყველაფერი დასრულებულიამოდით, თქვენ ამ ადგილს ეკუთვნით
ეს მარტივი ლექსი არის გენერალ ფედლის „მოწოდება ჩართულობისაკენ“ შინაარსის ილუსტრირება გასაოცარი გზით. ადამიანების ჩართულობა გულის კარნახის ამბავია. ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ ეს ჩვენს მისიის განაცხადებში, შეგვიძლია ამის შესახებ კათედრებიდან ვიქადაგოთ, ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ მაგიდა მთავარ ქუჩაზე, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც „გარედან“ მოდიან, ეცოდინებათ მომდინარეობს თუ არა ეს გულიდან. თანაგრძნობის მსგავსად, ჩართულობასაც აქვს თავისი ფასი - იესომ განსაზღვრა ფასი თავის „ახალ“ მცნებაში:
როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანე 13:34ბ
„ციური მანნა“ დღეისათვის
რადგანაც იესომ ჩამრთო მე, მეც უნდა ჩავრთო სხვები
------------------------------------------
(1) ლუკა 22:7-20
(2) „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...