მე არ მჭირდება ბევრი დრო სოციალურ მედიაში შეტყობინებებისა და კომენტარების წასაკითხად სანამ დავინტერესდები დაავიწყდათ თუ არა ადამიანებს რას ნიშნავს პატივისცემა.
თუმცაღა, ჩემი შეკითხვა დღეს ეხება სიტყვის ეტიმოლოგიას და პატოვისცემის გამოხატვისადმი მოწოდებას (1). სიტყვა წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან 'respicere' და ნიშნავს „უკან მოხედვას“ ან „კვლავ ნახვას“. ჩემთვის ამას აქვს მინიმუმ ორი მნიშვნელობა:
რეალურად, ზრდასრულები არიან ის ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ დანახულნი, და მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, როდესაც უგულებელყოფილად ვგრძნობთ თავს, ხშირად იმდაგვარია, როგორც ეს ბავშვობაში იყო.
მე ვიცი, რომ უფალი ჩემი მწყემსია (3) და რომ იგი ზრუნავს ჩემზე, იესომ საკუთარ თავს კეთილი მწყემსი უწოდა (4), და როგორც ღმერთმა გამოაგზავნა იგი ქვეყნიერებაში, ასევე გვაგზავნის იესო ჩვენ (5). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი როლი, რომელიც ნაგულისხმევია მოწაფეობაში, არის მწყემსად ყოფნა = ადამიანები, რომლებიც ხედავენ სხვებს და ამგვარად ამჟღავნებენ პატივისცემასა და ჩართულობას.
(1) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

1) ვნახო ადამიანი და ვაგრძნობინო მას თავი კვლავ და კვლავ “დანახულად“.როდესაც ბევრი წლის წინ ჩემს მეუღლეს მაგნას, უნდა მოეფიქრებინა სახელი სკოლისშემდგომი პროექტისათვის, რომელიც ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში გვქონდა, მან არჩია ეწოდებინა „მნახე!“ (2) როდესაც ბავშვები არიან დანახულნი და აღიარებულნი, ისინი იზრდებიან და ყალიბდებიან, რადგანაც გრძნობენ პატივისცემას. თუ ისინი არ არიან დანახულნი, ეცდებიან ყურადღება მიიქციონ ხშირად იმგვარად, რაც შესაძლოა არ იყოს კარგი გზა. ძალიან ხშირად მათ იციან, რომ რასაც აკეთებენ არ არის კარგი, თუმცა არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იგრძნო უგულებელყოფა და გარიყულობა.
2) მოვეპყრო ადამიანს ისე, რომ როდესაც კვლავ შევხვდები, არ შერცხვეს.
რეალურად, ზრდასრულები არიან ის ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ დანახულნი, და მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, როდესაც უგულებელყოფილად ვგრძნობთ თავს, ხშირად იმდაგვარია, როგორც ეს ბავშვობაში იყო.
მე ვიცი, რომ უფალი ჩემი მწყემსია (3) და რომ იგი ზრუნავს ჩემზე, იესომ საკუთარ თავს კეთილი მწყემსი უწოდა (4), და როგორც ღმერთმა გამოაგზავნა იგი ქვეყნიერებაში, ასევე გვაგზავნის იესო ჩვენ (5). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი როლი, რომელიც ნაგულისხმევია მოწაფეობაში, არის მწყემსად ყოფნა = ადამიანები, რომლებიც ხედავენ სხვებს და ამგვარად ამჟღავნებენ პატივისცემასა და ჩართულობას.
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს...„ციური მანნა“ დღეისათვის:
ფსალმუნი 33:13
... და ჩვენ ვართ მისი თვალები დედამიწაზე----------------------------------
(1) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
(2) 'See me!'
(3) ფსალმუნი 23
(4) იოანე 10:11
(5) იოანე 20:21
(3) ფსალმუნი 23
(4) იოანე 10:11
(5) იოანე 20:21
No comments:
Post a Comment