Saturday, 27 April 2019

წაგებულს მიაქვს ყველაფერი!

„აბბას“ მუსიკა აგებულია დებულებაზე 
„გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი!“ 

ზოგჯერ თითქოს ეს ასეცაა, და მიწიერი გადმოსახედიდან, ეს თითქოს დამკვიდრებული ჭეშმარიტებაა. ასევე არსებობს ემპირიული დადასტურება, რომლითაც მტკიცდება, რომ ადამიანი, რომელიც დაბადებულია უფუნქციო ოჯახში, სადაც არ არსებობს საკმარისი ზრუნვის საშუალება უფრო მეტადაა მიდრეკილი კარგი ცხოვრებისაკენ, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც მზრუნველ და კარგად ფუნქციონირებად ოჯახშია დაბადებული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ფუნქციონალურობა და ზრუნვა არ არის დამოკიდებული ქონებაზე, თუმცა სიღატაკემ შესაძლოა მშობელს ხელი შეუშალოს მისცეს თავის შვილს საკმარისი ფიზიკური ზრუნვა.

მე ვიქნები პირველი, ვინც აღიარებს, რომ ეს სამყარო უსამართლოა. ვცხოვრობ რა ევროპის უღატაკეს ქვეყანაში, მე ამას ყოველდღიურ რეალობაში ვხედავ, და ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა ამასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, როგორ გავბედავ განვაცხადო, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“?

რადგანაც ეს არის სულიერი პრინციპი. იესომ განაცხადა, რომ მე მოვიპოვე სიცოცხლე მისი დაკარგვით (1). მე მწამს, რომ ღმერთმა შემქმნა, რათა მქონდეს ურთიერთობა მასთან, მაგრამ ამასთანავე მან მომანიჭა უფლებამოსილება გავაკონტროლო საკუთარი სიცოცხლე და შევწირო იგი უფალს. ჯვარზე მყოფმა იესომ თქვა: „მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია ჩემი სული” (2) - მან დაკარგა სიცოცხლე, დაამარცხა სიკვდილი და მოიპოვა სიცოცხლე არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა მორწმუნისათვის.

ის, რომ „წაგებულს“ მიაქვს ყველაფერი, დასტურდება ამ მუხლითაც:

„სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი,
არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.“

კოლასელთა
 3:11
მიუხედავად იმისა, რომ ერები თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მხოლოდ რამოდენიმე ეკლესია და ქრისტიანთა ნაწილი ებრძვის სიხარბეს. მიჩნეულია, რომ სიხარბე არის შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათაგან ერთ-ერთი, და მწამს, რომ ეს არის უმეტესი პრობლემის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს სამყაროში ვხვდებით, მათ შორის ისეთი ბოროტებების, როგორიცაა ომები, სიღარიბე და კლიმატური კრიზისი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ, როგორც ინდივიდები, საზოგადოება და ერები ვისურვებთ „წაგებას“, იმის ნაცვლად, რომ გვქონდეთ ძლიერი სურვილები და დავაგროვოთ რაც შეიძლება მეტი, ყველა მოიპოვებდა უკეთეს ცხოვრებას. ამგვარად, დიახ, 

მე მწამს, რომ „წაგებულს მიაქვს ყველაფერი!“

„ციური მანნა“ დღეისათვის:

ჩვენ ვიგებთ წაგებით!
-----------------------------------------
ყველაზე სუსტი გუნდი! - „მოწოდება ღირებული თანაგრძნობისკენ“
(1) მათე 16:25
(2) ლუკა 23:46

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...