Saturday 16 November 2019

ცხოვრების გამოცდილება მთელი მისი სისავსით

უნდა ვაღიარო, რომ ამ ბლოგის დაწერა გამოწვევაა. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს მივიდეს ჭეშმარიტებასთან, მოინანიებს ცოდვებს და ცხოვრებას მიუძღვნის იესოს, არ არსებობს სტანდარტული პასუხი, როგორ გამოცდილებას მიიღებს იგი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის შედეგად. ზოგიერთისთვის, გადაწყვეტილების მიღება, რომ გახდეს იესოს მიმდევარი, შესაძლოა შევადაროთ ფეხმძიმობის დასაწყისს. სიცოცხლე უკვე არსებობს; თუმცაღა, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ ეს სიცოცხლე ხილული გახდეს სხვებისთვის. ზოგიერთებს შესაძლოა ჰქონდეთ ხანგრძლივი „ფეხმძიმობა“, სხვებისთვის კი, ეს მხოლოდ წამების ამბავია. ვიღაცამ შესაძლოა მიიღოს ხსნასა და ნათლობა მომენტალურად.

ჩვენ გვახასიათებს ტენდენცია, ერთმანეთს შევადაროთ თავი. იმის ჭრილში, რაც ახლა დავწერე, რისკის ტოლფასია, თუ მე გავაკეთებ დასკვნას, რომ შესაძლოა რაღაც შემემთხვას, რადგანაც არ მაქვს ახალი სიცოცხლის ისეთივე გამოცდილება, როგორც სხვა ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი შევადარე.

ჩვენ გვყავს სამი შესანიშნავი შვილი. ისინი გახლავთ სამი ინდივიდი. ფიზიკურად ერთმანეთს არ ჰგვანან, ემოციურად და სულიერადაც განსხვავებულნი არიან - და მათი შეხედულებებიც ბევრ საკითხზე იმდენად განსხვავებულია, რომ ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, რომ ერთი დნმ-ს მატარებელნი არიან. ჩემი აზრით, არც ერთი მათგანი არ მიიჩნევს დანარჩენ ორს იმაზე მეტად, ვიდრე ისინი თავად არიან. არც ეჭვობენ ვინ არიან მათი მშობლები. რასაკვირველია, ნებისმიერ მათგანს რომ ვთხოვო დაადასტუროს ეს, მათი პიროვნებისა და იუმორის გრძნობის გათვალისწინებით, თითოეული მომიბრუნდება და პროტესტის ნიშნად მეტყვის: „სწორედ მე ვარ ისეთი, როგორიც უნდა ვიყო!“

თუ ქრისტეში ცხოვრება არის ცხოვრება მთელი მისი სისავსით, იგი მოიცავს ცხოვრების ყველანაირ სხვადასხვაობას და ასევე გამოცდილებასაც.

მაშ, საიდან უნდა ვიცოდე, რომ ქრისტიანი ვარ?

ამისთვის საჭიროა მხოლოდ რწმენა და იესოს მიღება თქვენს ცხოვრებაში როგორც უფალისა და მხსნელისა:
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
იოანე 1:12
იესოს მიღება გულისხმობს ცოდვათა მონანიებას და პატიების მიღებას (1).

ეს დადასტურებულია აღიარებით:
რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.
რომაელთა 10:9-10
როდესაც ეს მოხდება, ცხოვრება იწყება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანს შინაგან შეგნებასა და დარწმუნებამდე.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე მსურს ვიცხოვრო სავსე ცხოვრებით
------------------------------------------
(1) 1 იოანე 1:9

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...