ავტომობილით გადაადგილება საინტერესო გამოცდილებაა აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგჯერ მას გარკვეულ განსაცვიფრებელ გზებზე მივყავართ. მე მაინტერესებს ნიადაგი, რომელზეც მე ავტომობილით გადავაადგილდები არის თუ არა ნამდვილად გზა. თუმცაღა, ჯერ-ჯერობით არ მქონია შემთხვევა, რომ ვერ მიმეღწია დანიშნულების ადგილამდე გზის ხარისხის გამო. ამ დროს სწავლობ გარკვეულ ხრიკებს. გამოწვევაა იმოძრაო გაუბადრუკებულ გზაზე წვიმის დროს, რადგანაც შეუძლებელი ხდება დაინახო ღრმა ორმოები, როდესაც ისინი წყლით ამოვსებულია. რამოდენიმე კვირის შემდეგ, რაც აქ დავსახლდი, მივიღე რჩევა: „მოერიდე ორმოებს, სადაც დაინახავ მოცურავე იხვებს და მათ ჭუკებს!“
- ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო, თუმცა არც თუ დიდი ხნის შემდეგ, მე მადლობელი ვიყავი იხვების, რომელთაც მნიშვნელოვანი მანიშნებლის ფუნქცია შეასრულეს იქ, სადაც სხვა გზის მანიშნებლები არ იყო. იცი რა, რომ მიემგზავრები დანიშნულების ადგილისაკენ, არ უნდა გადაუხვიო გზას.
რამოდენიმე კვირის წინ, მე დავიწყე მცირე სერია თემაზე „ცხოვრების ატრიბუტები“ შეკითხვით: „რა უსწრებს სიცოცხლეს წინ?“ მე გამოვიყენე იესოს განაცხადი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“ იოანე 14:6-დან, იმის დასკვნად, რომ როგორც ღმერთი, ასევე გზა და ჭეშმარიტება წინ უსწრებს სიცოცხლეს.
თუ გწამს, რომ არსებობს მარადიული ღმერთი, რომელიც მუდმივად არსებობს, ლოგიკურია, რომ იგი იარსებებდა უწინარესად ყოვლისა. აქედან გამომდინარე, როგორ შემიძლია განვაცხადო, რომ „გზა“ წინ უსწრებს სიცოცხლეს?
რადგანაც მე მწამს ღმერთის წინასწარი მადლი (1).
ღმერთმა იცის, რომ ადამიანისთვის საჭიროა გაიაროს რწმენის გარკვეული გზა, სანამ იგი ხელს მოჰკიდებს სახარებას და გამოცდის ცხოვრებს. ამ წინასწარი მადლის ნაწილი არის ის საოცარი ფაქტი, რომ დედამიწაზე არსებობს ცხოვრება. ჟურნალში “Science Illustrated”(2) გაცხადებულია, რომ უახლოეს წარსულში იყო მხოლოდ 0,0000000000078125% ალბათობა დედამიწის არსებობისა, და მას უწოდებენ „ყველაზე იღბლიან პლანეტას სამყაროში“, და აძლევენ „ცხრა იღბლიანი დამთხვევების“ კრედიტს. რასაკვირველია, ზოგიერთისთვის უფრო მარტივია იფიქროს, რომ „შესაძლოა სადღაც არსებობდეს ღმერთი?“ - როგორც კი ადამიანი უფლებას მისცემს საკუთარ თავს იფიქროს, რომ იგი ადგას ცხოვრების გზას. ფაქტი იმისა, რომ მოგზაურობა დაიწყო, გახლავთ მადლი, რომელიც წინ უსწრებს მადლს, როდესაც ადამიანი იღებს ახალ სიცოცხლეს იესო ქრისტეში.
პავლე უფრო ვრცლად წერს ამის შესახებ (3) - და მე ამ თემას შემდეგ კვირაში დავუბრუნდები. მანამდე კი „არ გადაუხვიო გზას“ და მიჰყევი:
„ციური მანნა“ მოცემულია პავლესგან:
(1) მადლი, რომელიც წინ უსწრებს მხსნელ მადლს.
(2 ) სურათი აღებულია ნორვეგიული ვერსიის წინა გვერდიდან #19 2019
(3) ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რომაელთა 1:20
(4) ფილიპელთა 3:16 – (უწყება)

ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. (4)------------------------------------------------
(1) მადლი, რომელიც წინ უსწრებს მხსნელ მადლს.
(2 ) სურათი აღებულია ნორვეგიული ვერსიის წინა გვერდიდან #19 2019
(3) ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. რომაელთა 1:20
(4) ფილიპელთა 3:16 – (უწყება)
No comments:
Post a Comment