Saturday 30 November 2019

ყოველთვის იქნება სიცოცხლის ნაყოფი!

გასული კვირის სტატიაში „ახალი სიცოცხლის წყარო“, მე ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იყო ფესვგადგმული ქრისტეში, რომელიც ამავე დროს არის სიტყვა. ეს საძირკველი ყოველთვის იარსებებს. ბიბლიის უკანასკნელ თავში იოანე აღწერს სიცოცხლის ხის გამოცხადებას, და იესო განაცხადებს: „მე ვარ სიცოცხლის ხე!“ (1)

დიახ, შესაძლოა ტოტები დაიმტვრეს, და შესაძლოა მოგვეჩვენოს კიდეც, თითქოს ხე მთლიანად წაიქცა. თუმცაღა, „სიცოცხლის ხე“ არასოდეს მოკვდება. როდესაც იესოს ჰქონდა თავისი დრამატული მოწოდება უფლისაგან ტაძარში, და გამოეპასუხა მის მოწოდებას: „ჰა, მიმავლინე!“ (2), უფალმა მიავლინა იგი საკმაოდ გულისამაცრუებელი უწყებით დამძიმებულ ადამიანებთან, თუმცა, იგი მოიკრებს მხნეობას და ბუნებიდან მოჰყავს მაგალითი:
„ მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.“
ესაია 6:13ბ
წმიდა მოდგმა არიან ადამიანები, რომელთაც კვლავაც აქვთ ურთიერთობა სიცოცხლის ხესთან.

რომ დავუბრუნდე ჩემს გამოცდილებას „ტყის მჭრელობასთან“ დაკავშირებით, ვიცი, რომ არა მხოლოდ ბელეკონისა და მუხის ძირისაგან ამოვა ახალი ხე. ჩვენი ხეებისაგან, რომლებიც ნორვეგიაში ჩვენი სახლის ირგვლივ არიან განლაგებულნი, აღმოცენდება ახალი ხეები, სანამ ბოლომდე არ ამოვძირკავ მათ ფესვს. სანამ არ დავიწყებ „მოსავლის“ აღებას ხეებისაგან კოცონისათვის, მე, როგორც წესი, ვტოვებ მათ ძირებს, რათა იცოცხლონ, რადგანაც ისინი არიან სიცოცხლის ნაყოფი. ფაქტიურად, იმ უბანს, სადაც სახლი მდებარეობს უწოდებენ ‘Rønninggrenda’, რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება: „ადგილი, სადაც ხეები იზრდებიან მათი ძირებიდან“.

მე შესაძლოა, გული დამწყვიტოს, დანაკარგმა, რომელიც გამოწვეული იქნება ხეების ასაკისაგან, როდესაც მათი ტოტები ჩამოტყდება, მე ვიმეორებ პავლესთან ერთად:
ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.
2 კორინთელთა 4:16
ჩემში მცხოვრები, სიცოცხლის ხე, რომლისგანაც მე ვიღებ გამოცოცხლებას, რომელიც განაახლებს ჩემს შინაგანს ყოველდღიურად. ამის გამო, მე ველი, რომ იქნება ნაყოფი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრებისა, სანამ მე შევხვდები მაცხოვარს პირისპირ! ეს გახლავთ მხოლოდ მისი საქმე და მისი აღსასრულებელი და არა ჩემი, რაც ნიშნავს, რომ დიდება ეკუთვნის მხოლოდ მას!

„ციური მანნა“ დღეისათვის:
სიცოცხლის ნაყოფი მისი საქმეა
---------------------------------
(1) გამოცხადება 22:16
(2) ესაია 6

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...