Showing posts with label დაბადება. Show all posts
Showing posts with label დაბადება. Show all posts

Saturday, 7 April 2018

იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით

რადგანაც ბევრ ჩვენგანს ჯერ კიდევ სააღდგომო განწყობა აქვს, მინდა დავსვა შეკითხვა:
„ოდესმე გიფიქრიათ სულიწმიდის როლზე იესო ქრისტეს აღდგომაში?“
ეს შეკითხვა ბიბლიის შესწავლის დროს რომ დამესვა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი უპასუხებდა „დიახ!“ - და თუ თქვენ თვალს ადევნებთ ამ ბლოგს გარკვეული ხნის მანძილზე, გეცოდინებათ, რომ სულიწმიდა არის სიცოცხლის მიმნიჭებელი. სამყაროს შექმნის ისტორია მოგვითხრობს რომ ღმერთმა შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და ადამს შესძინა სიცოცხლე (1) ხოლო თუ თქვენ დადიხართ „ხსნის არმიაში“, სავარაუდოდ აღიარებთ, რომ გწამთ სულიწმიდით განახლება. (2)

პავლე ბევრს ლოცულობდა ეფესელთათვის, და ერთი ლოცვისას მან თქვა: რომ შესაძლოა იცოდეთ, რომ 

„განუზომელია მისი ძალის სიდიადე... რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა...“
ეფესელთა 1:19-20
იესომ ნათლად განაცხადა, რომ ეს ძალა არის სულიწმიდა (3). ამგვარად, როდესაც ხვალ მე მივესალმები ადამიანებს გამოთქმით“ „ქრისტე აღსდგა!“, მე ასევე მწამს საიდუმლოება, რომ ძალა, რომელმაც აღადგინა მკვდრეთით, ჩემთვისაა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მე, როგორც მორწმუნე ვცხოვრობ აღდგომის ცხოვრებით, იმისდა მიუხედავად, როგორ ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, ეს ხდება მნიშვნელოვანი სულიწმიდის ძღვენების უწყვეტი გახსნისთვის.

„ციური მანნა“ დღეისათვის:

იცხოვრო აღდგომის ცხოვრებით, ნიშნავს დაეყრდნო სულიწმიდის ძალას
----------------------------
(1) დაბადება 2:7
(2) „ჩვენ გვწამს, რომ ხსნისათვის აუცილებელია ღვთის წინაშე სინანული, უფალი იესო ქრისტეს რწმენა და სულიწმიდის მიერ განახლება“- „ხსნის არმიის“ მეშვიდე დოქტრინა
(3) საქმეები 1:8

Saturday, 10 February 2018

სწრაფვის იდენტურობა

როდესაც ჩემს მშობლიურ ენაზე მინდა ვკითხო ადამიანს, რა არის მისი სწრაფვა, ვეკითხები: „რის გამო ხარ „ალმოდებული“?“ - მე მომწონს ეს ფრაზა. ჩვენ განსხვავებული პიროვნებები ვართ, თუმცა, არ არის საჭირო იყო ექსტრავერტი, რათა რაიმეს გამო იყო „ალმოდებული“. მე ვიცნობ ტიპიურ ინტროვერტებს, რომლებიც ძალიან მგზნებარენი არიან თავიანთი ინტერესის სფეროში.

გასულ კვირაში მე ყურადღება გავამახვილე „ცეცხლის ენებზე“, რომელიც გადმოვიდა მოწაფეებზე „ორმოცდამეათე დღეს“. თუ ადამიანებმა უნდა იმოძრაონ, ერთი მიმართულებით, საერთო მიზნისკენ, მათ საკომუნიკაციოდ ერთი ენა სჭირდებათ. ბაბილონის აღრევა არის იმის მაგალითი, რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანები ვერ გაუგებენ ერთმანეთს (1). „ორმოცდამეათე დღეს“ ადამიანებმა მიიღეს ენა, რომელიც აღემატება ბაბილონის ენას - მოულოდნელად, მათ შეძლეს გაგება. ეს გახლდათ ცეცხლის, სწრაფვის გამაერთიანებელი ენა, რომელმაც გახსნა ღვთიური ჭეშმარიტებების ალღო.

როდესაც ვკითხულობ უილიამ ბუთის შესახებ, მე ვხედავ ძალიან მგზნებარე ადამიანს. მისთვის რომ მეკითხა რა არის მისი სწრაფვა, დარწმუნებული ვარ, დაახლოებით ასე მიპასუხებდა „სამყარო ღმერთისთვის!“ ან უბრალოდ „სულები!“. რისთვისაც ვარ „ალმოდებული“, ის დამეხმარება შევინარჩუნო მამოძრავებელი ძალა, რომელიც მამოძრავებს წინ, მიზნისკენ.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია ხშირად შევამოწმო ცეცხლის „ტემპერატურა“ ჩემს ცხოვრებაში.

უდაბნოში, ისრაელიანებს დროდადრო ავიწყდებოდათ, რომ ისინი მოძრაობდნენ მიზნისკენ. და ხორების მთასთან ისე დიდხანს დაბანაკდნენ, რომ უფალმა კვლავ დასდო მათ ბრალი:
„გეყოფათ თქვენ ამ მთაზე ცხოვრება...“
მეორე რჯული 1:6-7
ასევე პირველ მოწაფეებს ხშირად სჭირდებოდათ სულიწმიდით ავსება რათა ცეცხლს ეგიზგიზა (2) და ემოძრავათ წინ სულიწმიდასთან ერთად. თუ მათ სჭირდებოდათ, მეც მჭირდება, რადგან მე მჭირდება სწრაფვა, მე მჭირდება ცეცხლი.

„ციური მანნა“დღეისათვის:
მე მჭირდება ცეცხლი, რათა ვიყო „ალმოდებული“.
--------------------------------
(1) დაბადება 11:1-9
(2) საქმეები 4:31

Saturday, 3 February 2018

ახალი პარამეტრები ჩემს იდენტურობაში

გასულ კვირას მე ვწერდი, რომ მორწმუნეებმა სულთმოფენობის დღეს მიიღეს ახალი იდენტურობა. მე არ ვუხვევ ამ დებულებიდან, არამედ უფრო ნათლად მწამს, რომ ისინი გარდაიქმნენ ღმერთის თავდაპირველ სახებად, რომლითაც უფალმა ადამი და ევა შექმნა. როდესაც შეეძინათ პირმშო, დაცემის შემდეგ, იგი იყო „ადამის მსგავსი“ (1).

ისტორიაში, თუ რა მოხდა „მესამე მოძრაობაში“, მე ვკითხულობ, რომ ხმა, რომელმაც დაუბერა ძლიერი ქარის მსგავსად, მოვიდა ზეციდან და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ:
„და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს“
საქმეები 2:3
ძალიან ადვილია ყურადღება გაამახვილო ცეცხლზე ამ ისტორიაში, და მე მჯერა, რომ ცეცხლი მნიშვნელოვანია. თუმცა, იდენტურობის პერსპექტივაში, მე მწამს, რომ ცეცხლის ენები, როგორც სალაპარაკო ენა თანაბრად გადამწყვეტია. მე არ შევეხები ენებზე საუბრის „ფიზიკურ ქმედებას“ (2), არამედ სიყვარულის უნიკალურ ენას, რომელიც აკავშირებს მორწმუნეებს ენობრივი ბარიერებისა და გეოგრაფიული საზღვრების მიღმა.

როდესაც ქრისტეში ჩემი იდენტურობა მოიცავს ამ ენას, მამოძრავებელი ძალა არასოდეს გაჩერდება, რადგანაც სიყვარული მამოძრავებს. ეს „დრაივი“ არ არის მოვალეობა, არამედ პასუხი. მე მიყვარს, რადგანაც მე ვუყვარვარ გაცილებით დიდი სიყვარულით - თავად ღმერთს (3). პავლე ამას გადმოსცემს შემდეგი სიტყვებით:
„ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი“.
2 კორ. 5:14
„ციური მანნა“ დღეისათვის
როდესაც სიყვარული ძლიერია, მე ვმოძრაობ საპასუხოდ!
------------------------------------------
(1) იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი და შვა თავის მსგავსად, თავის ხატად, და უწოდა მას სახელად შეთი. დაბადება 5:3
(2) ენებზე საუბარი, ისევე როგორც არსებულ ენაზე საუბარი ან ანგელოზის ენაზე, შეიძლება იყოს შედეგი; თუმცა, თავისთავად ეს არ არის მიზანი. პირადად მე, ლოცვის დროს ხშირად ვსაუბრობ ენებზე. ეს არის ჩემი სული, რომელიც საუბრობს ღმერთის სულთან ერთად სიყვარულით.
(3) ღმერთი სიყვარულია. 1 იოანე 4:8ბ

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...