Saturday, 25 May 2019

ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევა?

„ხსნის არმიის“ საერთაშორისო მისიის დებულება აცხადებს, რომ ჩვენი მისიაა ვიქადაგოთ იესო ქრისტეს სახარება და „დახმარება აღმოვუჩინოთ ადამიანებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“ (1). გენერლის „მოწოდება ჩართულობისკენ“,  კვლავ შეგვახსენებს ჩვენი მისიის დებულების ამ მნიშვნელოვანი როლის შესახებ (2). ჩართულობა, ნამდვილად მთავარი იყო მისი მისიის გაცნობიერებაში:
ყველაფერირასაც მამა მაძლევსჩემთან მოვაჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.
იოანე 6:37
 იესო აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ მასთან მისულს არასოდეს გააძევებს. და მაინც, ზოგიერთი მაინც გაშორდება მას დაღონებული. სწორედ ასე დაემართა მდიდარს, რომელიც მოვიდა იესოსთან და ჰკითხა რა უნდა გაეკეთებინა, რათა დაემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე. მან დაადასტურა, რომ იცავდა მცნებებს, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნიდა. ამის შემდეგ იესო შეეწინააღმდეგა მას ამ გამოწვევით: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი.“ (3). გამომდინარე იქიდან, რომ ამ კაცს ჰქონდა დიდი სიმდიდრე, ეს გამოწვევა მისთვის ძალიან დიდი იყო და დატოვა იესო.

იესო იღებს ყველას. იესოს არ გაუძევებია მდიდარი კაცი. ეს მისი პირადი არჩევანი იყო. ვიღაც სავარაუდოდ იტყვის, რომ ეს კაცი იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რადგანაც მდიდარი იყო, თუმცა მას მაინც შეეძლო გაჰყოლოდა იესოს მოწაფეების მსგავსად. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ მან იცოდა, რომ  უყვარდათ და მიღებული იყო. მისთვის გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა გაეკეთებინა არჩევანი, რაც ასევე გულისხმობდა სხვა რაღაცის დათმობას.

უკვე 2000 წელიას არ შეცვლილა. როდესაც მე ვაკეთებ არჩევანს, ეს თითქოსდა არის შესაძლებლობაზე ზეგავლენა, რათა გავაკეთოთ სხვა არჩევანი. როდესაც ყველას აქვს ყველაფრის იმედი და სურს შეინარჩუნოს არჩევანის თავისუფლება ნებისმიერ ვითარებაში, ეს ძალიან რთული ხდება. იქნებ, ეს იქცეს ჩვენი დროის უდიდეს გამოწვევად?

„ციური მანნა“ დღეისათვის:
იესო არასოდეს არავის გააძევებს
------------------------------------------------
(1) საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია“ წარმოადგენს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ევანგელისტურ ფრთას. მისი სწავლების საფუძველია ბიბლია. იგი მოღვაწეობს ღმერთის სიყვარულით. მისი დანიშნულებაა იქადაგოს იესო ქრისტეს სახარება და მისი სახელით დახმარება აღმოუჩინოს ადამიანებს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.
(2) გენერალ ფედლის მოწოდება: „მოწოდება ჩართულობისაკენ“: ჩვენ არ უნდა დავუშვათ ადამიანების გაკიცხვა, მოვეპყოთ ადამიანებს პატივისცემითა და თანაგრძნობით, გვახსოვდეს ჩვენი მისია, რომ ქრისტეს სახელით გავითვალისწინოთ ადამიანთა საჭიროებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
(3) მათე 19:21

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...