ჰიორდისი არ ყოფილა ჩემი „დეიდა“ ნათესაური კავშირის თვალსაზრისით. ამასთანავე, ბავშვები, რომლებიც ესწრებოდნენ უმცროსი ასაკის გაკვეთილებს საკვირაო სკოლაზე სტავანგერში 1950-იანი წლების ბოლოს, ეძახდნენ მას „დეიდა ჰიორდისს“. მე არ ვიცი რამდენი წლის განმავლობაში იყო იგი მსახურებაში, თუმცა მჯერა, რომ ეს იყო მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ჩემთვის იგი იყო ყოველთვის „მოხუცი“, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანი.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მშობლები წავიდნენ „საბრძოლო სკოლაში“ რათა გამხდარიყვნენ ოფიცრები, მე მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, როდესაც ქალაქიდან გადავედით სხვაგან საცხოვრებლად. თუმცა ვიცი, „დეიდა ჰიორდისს“ ვახსოვდი, ლოცულობდა ჩემთვის და ყოველთვის, როდესაც არდადეგებზე ვბრუნდებოდი, იგი მესაუბრებოდა - და მე ვიყავი ერთ-ერთი იმ უამრავ ბავშვთაგანი, რომელიც მისგან მზრუნველობას იღებდა. მე ვგრძნობდი რომ მამჩნევდნენ, ვუყვარდი და ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც სრულწლოვანი გავხდი და თავად გავხდი ოფიცერი. ჩემი აზრით, იგი სულაც არ ფიქრობდა, რომ ერთ-ერთი დიადი ადამიანი იყო ღვთის სამეფოში, მაგრამ როდესაც წავიკითხე რა თქვა იესომ, დავიჯერე, რომ იგი ასეთი ადამიანი იყო:
უთხრა მათ:
„ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი ყველაზე დიდი იქნება.“ლუკა 9:48
მის მოგონებას შეეხო გენერალი ფედლის „მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ“, რომელიც გახლავთ პასუხისმგებლობის აღების მოწოდების პირველი პუნქტი (1). დიდება უფალს, ჩვენს გვერდით კვლავაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ და მოემზადონ, რათა პასუხისმგებლობა აიღონ ბავშვთა მსახურებაზე. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ისინი „წითელ სიაში“ არიან, რადგანაც მიეკუთვნებიან გაქრობის პირას მყოფ კატეგორიას - კონკრეტულად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხანგრძლივ „დეიდა ჰიორდისის აღთქმაზე“.
არ არის რთული ჩართო ადამიანები ერთჯერად ღონისძიებაზე. თუმცა, „საშიშ“ საზოგადოებაში, სადაც სხვადასხვა თვალსაზრისის ქონის უპირატესობა ითვლება სწრაფვის უმაღლეს გამოვლინებად - ჩვენ კვლავაც გვჭირდება ადამიანები, რომელთაც სურთ განაცხადონ: “მე მზად ვარ მივესალმო და ვასწავლო ბავშვებს!“
„ციური მანნა“ დღეისათვის“
(1) მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ: ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და დამწყებ ლიდერებზე - აღვჭურვოთ, გავზარდოთ, გავაძლიეროთ და ვასწავლოთ ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ „ხსნის არმიას“.

„მოგესალმებით იესო, მოგესალმებით!“-------------------------------------
(1) მოწოდება აღზრდისა და ყველა თაობაზე ზრუნვისაკენ: ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და დამწყებ ლიდერებზე - აღვჭურვოთ, გავზარდოთ, გავაძლიეროთ და ვასწავლოთ ჩვენს ამჟამინდელ და მომავალ „ხსნის არმიას“.
No comments:
Post a Comment