Saturday, 2 March 2019

ზრუნვამ მოახდინა გავლენა ღმერთის „ახლა“-ზე?

როდესაც „მძლეველთა სესიის“ კადეტი ვიყავი ქ. ლონდონში 1974-76 წლებში, კამპანია „ღვთის გულისათვის, იზრუნეთ“, კვლავაც „ხსნის არმიის“ ძლიერი ყურადღების ქვეშ იყო.
2019 წელს, დაახლოებით 45 წლის შემდეგ, „ხსნის არმია“ რუმინეთში ზეიმობს თავისი მსახურების 20 წლის თავს. მათ აირჩიეს „სიყვარული და ზრუნვა“, რათა გადმოეცათ რას მოიცავს ჩვენი მსახურება.

მე მჯერა, რომ სიყვარულს და ზრუნვას გავლენა ექნება ღმერთის „ახლა“-ზე, და კვლავ დავუბრუნდები იოანეს სახარებას.

ხუთმა ადამიანმა, რომელთაც ძლიერ უყვარდათ იესო, არ მიატოვეს იგი მისთვის ყველაზე რთულ დროს. ამ ხუთ ადამიანს შორის იყვნენ მარიამი და იოანე. ხუთი ადამიანი, ზრუნვით მიყვებოდნენ ფეხდაფეხ ჯვარს. როდესაც იესომ ისინი იქ მდგომნი დაინახა, დარწმუნებული ვარ, ზრუნავდა ხუთივე მათგანზე, ისევე როგორც იგი ზრუნავს სრულიად კაცობრიობაზე. თუმცა, მისი ცხოვრების უკანასკნელი გაბრძოლების დროს, მან დაგვანახა, რას გულისხმობს ზრუნვა სრულიად კაცობრიობისათვის, იგი მიუბრუნდა თავის დედას და იოანეს და სთხოვა ეზრუნათ ერთმანეთზე როგორც დედა-შვილს.

დარწმუნებული ვარ, მიღებულმა ზრუნვამ და გაცემულმა ზრუნვამ უდიდესი გავლენა მოახდინა ღმერთის უმნიშვნელოვანეს „ახლა“-ზე მარადიულად = იესომ წამოიძახა:
„აღსრულდა.“იოანე 19:30
ნორვეგიულ ენაში ჩვენ გვაქვს ერთი სიტყვა „აღსრულდა“, რომელიც ითარგმნება „მოხდა მისი დასრულება“ ან „შესრულებულია“. ორმხრივმა სიყვარულმა და ზრუნვამ მისი მისია მიიყვანა აღსრულებამდე. სიცოცხლე ვერ იარსებებს სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე. მე ვერ ვიზრუნებ, თუ არ ძალმიძს მივიღო ზრუნვა, და მე ვერ მეყვარება, თუ არ შემიძლია მივიღო სიყვარული. როდესაც სიყვარული და ზრუნვა გამოიყოფა, ჩვენ ვხედავთ როგორ აღსრულდა ღმერთის „ახლა“ და სრულიად მისიის აღსრულება მოახლოებულია.

ციური მანნა დღეისათვის:
ღვთის გულისათვის, იზრუნეთ!

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...