Saturday, 12 January 2019

იცი რა არის ლოცვა?

შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, რომ
„ყველამ არ იცის რა არის ლოცვა“?

მე რომ მკითხოთ, ვიცი თუ არა, რა არის ლოცვა, ჩემი პასუხი იქნება „დიახ, დაახლოებით ვიცი“. მიზეზი, იმისა, რატომ ვიცი დაახლოებით, გახლავთ ის, რომ ლოცვის საკითხი უსაზღვროა. მე ბევრი რამ მაქვს სასწავლი ლოცვისა და მედიტაციის შესახებ ჩემი იესოსთან მჭიდრო ცხოვრების მეშვეობით, მე ასევე ვსწავლობ სხვა დენომინაციათა სრული სპექტრის მორწმუნეებისაგან.

რადგანაც, ლოცვის საკითხი არის ახალი აღმოჩენები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როდესაც იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში მიდიოდა, მოწაფეები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც თავად ვერ გადაწყვიტეს. როდესაც მათ დასვეს შეკითხვა „რატომ ვერ შევძელით?“ - იესომ უპასუხა:
„... არ განიდევნება თუ არა ლოცვით...“
მათე 17:21
იესომ ეს დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რატომ ვერ შეძლეს მოწაფეებმა „განედევნათ“ ეშმაკი. უფრო ადრე, მახურებისას, მოწაფეები იყვნენ იესოსთან, როდესაც იგი ლოცულობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მოწაფებ უთხრა: „უფალო გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“ (1)

იესომ პასუხად საუფლო ლოცვა ასწავლა. მე ამ ლოცვიდან სამი ნააზრევი გაგიზიარეთ ადვენტის სეზონისას, და ამ ლოცვის ელემენტებს მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდები. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოწაფეებს ლოცვა ასწავლა, იესომ განაგრძო:
მე გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და იპოვით; დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ეძიებს პოულობს და ვინც აკაკუნებს, გაეღება.
ლუკა 11:9-10
გთხოვთ, ეს მუხლები გახსოვდეთ ამ კვირის განმავლობაში. მე მას შემდეგ კვირაში კვლავ დავუბრუნდები.

„ციური მანნა“ დღეისათვის:
მე ყოველთვის მეტი რამ მაქვს სასწავლი ლოცვის შესახებ.
-----------------------
(1) ლუკა 11:1

*„მე მწამს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რისი გაკეთება სურს ღმერთს ჩვენთვის და ჩვენი მეშვეობით. ეს გახლავთ ლოცვისაკენ მოწოდება, სიწმიდისაკენ მოწოდება და მოწოდება „ბრძოლის მზადყოფნისაკენ“ ახლა. ეს გახლავთ დაუყოვნებელი მოწოდება, რომელსაც ვერ ვუარყოფთ. მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს ჭირდებათ იესო.“

გენერალი ბრაიან ფედლი

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...