Friday 13 April 2018

"ინოვაციური სულიერი ლიდერობა"


8 ბიბლიური გმირის და მათი ლიდერული თვისებების მოკლე მიმოხილვა
იოსტინ ნილსენი
© ‘Didache’, ნორვეგია 2019 წ.
ISBN 978-82-93720-07-2


შესავალი
ბევრი წიგნი დაწერილა ლიდერობის განვითარების, მათი თვისებების და უნარების შესახებ. ამ პატარა წიგნის მიზანია ბიბლიური ლიდერების მარცხის და წარმატებების მიზეზების შესასწავლის სურვილი გაღვივება თქვენში. ჩემს მიერ შერჩეული ყველა ლიდერი უდიდესი გამოწვევების წინაშე იდგა და მათ შეძლეს ინოვაციური მიდგომა. ისინი შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიე და ტრადიციული თუ ფორმალური თვალსაზრისით ზოგიერთი მათგანი არ არის ლიდერი. ცნობილი სოციოლოგი, მაქს ვებერი, ლიდერობას სამ კატეგორიად ყოფს (1):
1. ტრადიციული მმართველობა
2. ფორმალური მმართველობა (2)
3. ქარიზმატული მმართველობა
მათ, ვისაც ლიდერობა გადაეცათ ტრადიციით/დადგენილი წესით, მათთან მიმართებაში ვებერი იყენებდა ტრადიციული მმართველობის კონცეფციას. ვებერი მათ „სახლის მამას“
უწოდებს, ეს ტერმინი კარგად აღწერს ძველ პატრიარქალურ სისტემას, სადაც ადამიანი იკავებდა გარკვეულ საზოგადოებრივ მდგომარეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ „ეს, ხომ ყოველთვის ასე იყო“. ფორმალური მმართველობის ტერმინს, ვებერი იყენებდა იმ
ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც თანამდებობას იკავებდნენ ფორმალურად. მაგალითად, თანამდებობას სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე, რომელიც
განსაზღვრავს მის ძალაუფლებას და პასუხისმგებლობას.

და ბოლოს, ვებერს ქარიზმატული მმართველობის აღსაწერად იესო მოჰყავს მაგალითად. იესო ტრადიციული მმართველი არ ყოფილა. იმის გარდა, რომ იგი იყო მამაკაცი, რომელიც გარკვეულ ძალაუფლებას აძლევდა მას, საკუთარი ოჯახიც კი არ ჰყოლია. არც ისეთი მდიდარი ოჯახიდან იყო, რომ მისთვის რამე უპირატესობა მიენიჭებინათ, და მისი
წარმოშობაც არ უკავშირდებოდა მნიშვნელოვან ქალაქს. იმ საქმიანობისთვის, რასაც ის ეწოდა საზოგადოებაში, არავის მიუნიჭებია მისთვის ძალაუფლება - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის არ იყო ფორმალური მმართველი.

და მაინც, მას ჰქონდა ძალაუფლება, მსგავსი სახის ავტორიტეტს ახასიათებს განსაკუთრებული თვისებები, რომელიც შიგნიდან „ასხივებს“. ვებერი ამას უწოდებს
ქარიზმატულ მმართველობას. ეს გამოთქმა ბერძნული ენიდან მოდის და ნიშნავს ძღვენს, რომელიც მადლითაა მონიჭებული, თუმცა, ამ კონტექსტში არ უნდა გავიგოთ ისე,
თითქოს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ისეთ ლიდერზე, რომელიც ფლობს და იყენებს სულიერ ნიჭებს. იმის მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ფორმალური მმართველები, ინოვაციური სულიერი ლიდერობისთვის დამახასიათებელია ქარიზმატული მმართველობა, რომელიც საერთოა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ლიდერისთვის.

ქარიზმატულ მმართველებს შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი საერთო თვისებები. დასაწყისში ჩვენ ვისაუბრებთ ამ „საერთო“ თვისებებზე და შემდეგ კი შევეხებით იმ
განსხვავებულ თვისებებს, რომელიც შეიძლება აღმოვაჩინოთ მხოლოდ ერთი ან ორი ლიდერის მაგალითში, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლიდერობისთვის.

"ინოვაციური სულიერი ლიდერობა" - PDF
-------------------------------------------------
(1) https://opinion.inquirer.net/85293/max-webers-3-types-of-authority 2015 წლის 29 მაისი
(2) ხშირად მოიხსენიებენ რაციონალურ-ლეგალურ მმართველობად

No comments:

Post a Comment

დაე, დავრჩეთ სწორ გზაზე!

26 კვირიანი რეფლექსიების კრებული © ‘Didache’, Norway 2020 ISBN 978-82-93720-17-1 Booklet: ISBN 978-82-93720-18-8 2018 წელს აღმოსავლ...